24 სექტემბერი ჯეკპოტის, სილამაზისა და სურვილების ასრულების დღეა!
ჩემო ძვირფასებო, დღეს 24 რიცხვია ექვსიანის ენერგიის დღე. რას ვაკეთებთ ექვსიანის დღეებში?
სწორია ვიპრანჭებით, ვლამაზდებით და სარკეში საკუთარი თავით აღფრთოვანებულები ვიყურებით!
💄 დღეს საკუთარი თავით უნდა მოიხიბლოთ. ლამაზი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, საყვარელი სურნელი ყველაფერი, რაც გაფიქრებინებთ: „რა ლამაზი ვარ!“
😴 2-ისა და 4-ის ენერგიების გავლენით შესაძლოა ძალების დაქვეითება, აჩქარება და ყველაფრისთვის ხელის ჩაქნევის სურვილი იგრძნოთ. არავითარ შემთხვევაში! დროც რომ არ გქონდეთ, აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას.
🌟 დღეს ბევრი რამ თქვენს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ სახლიდან ენერგიულები, თავდაჯერებულები და საკუთარ თავზე შეყვარებულები გახვალთ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგეცემათ და დიდი ხნის სურვილის ასრულებასაც მიუახლოვდებით.
⚠️ თუ დილით დაღლილები და უკმაყოფილოები გაიღვიძებთ, 7-ის მისიამ შესაძლოა კრიზისული მდგომარეობა გაააქტიუროს. სახეზე დაგეწერებათ: „ხასიათზე არ ვარ“ და ამით დღეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც გაუფუჭებთ.
🚫 4-ის რეალიზაციაში ამან შესაძლოა ნგრევა გამოიწვიოს. ამიტომ დღეს ნუ შექმნით ქაოსს, ნუ ივლით უკმაყოფილო სახით და საკუთარ ცუდ განწყობას სხვებზე ნუ გადაიტანთ.
👑 დღეს ამ სამყაროს საკუთარი სილამაზით ვამშვენებთ და ვამბობთ: „მე ვარ რესურსი, ბედნიერება, სიმდიდრე და ქალურობის საუკეთესო გამოვლინება!“ გოგოებმაც და ბიჭებმაც აუცილებლად გაააქტიურეთ საკუთარი სილამაზე და თავდაჯერებულობა.
💵 დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და მიეცით თავს უფლება, შეიძინოთ ის, რაც დიდი ხანია გსურთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეზღუდოთ საკუთარი თავი და მუდმივი ეკონომიის რეჟიმში არ იცხოვროთ.
🔮 24 რიცხვი ძალიან ინტუიციური და ოდნავ ეზოთერულიცაა. მოუსმინეთ შინაგან ხმას, თამამად იოცნებეთ, დააპროგრამეთ საკუთარი თავი ბედნიერებაზე და ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი მიღებაც გსურთ.
❤️ დღეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა თქვენი მთავარი მაგნიტია. იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები, ლამაზები და სიყვარულით განებივრებულები!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: