ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 31 ოქტომბრის შესახებ საუბრობს.
„31 ოქტომბერი გახლავთ მთვარის 29-ე დღე. ამ დღეს ჰარმონიულს ვერ დავარქმევ სამწუხაროდ. ზოგადად 29-ე დღე კრიტიკულია, თან გვაქვს პირველ ნოემბერს ახალმთვარეობა. ამ დღეს შესაძლოა გავიგოთ არაპროგნოზირებადი ან შოკის მომგვრელი ამბები. მერკურს საბედნიეროდ მოაქვს შთაგონება და ღირს რომ ახალი იდეები ჩავიწეროთ, რადგან შესაძლოა მომგებიანი იყოს.
ამ ეტაპზე ახლის დაწყებისთვის ჯერ დრო არ მოსულა.
შოპინგისთვის, ხელმოწერებისთვის და დიდი შესყიდვებისთვის დღე არახელსაყრელია.
დღის ბოლოს, 21 საათსა და 28 წუთამდე მთვარე იქნება უკურსო და ამ პერიოდში რამე მნიშვნელოვანის გაკეთება, არასასურველი იქნება. ეს მოვლენა განსაკუთრებით იმოქმედებს შემდეგ დღეებზეც, ეს არის ფინანსური საკითხებისთვის კარგი პერიოდი, როდესაც მთვარე მორიელს გადის. ვერ ვიტყვით, რომ ჯანმრთელობისთვის კარგი პერიოდია, თუმცა სასქესო ორგანოებს არ ვეხებით ქირურგიული ჩარევების სახით“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს