ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 19 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„19 თებერვალი: „კვერთხების პაჟი“ - ენთუზიაზმი და ახალი ამბები
ზოგადი დღის ფონი: ხუთშაბათი იქნება ცოცხალი, მხიარული და ცნობისმოყვარეობით სავსე. „კვერთხების პაჟი" მოიტანს ახალ იდეებს, შეტყობინებებს და თავგადასავლების სურვილს. ეს არის ახალგაზრდული ენერგიის დღე, როცა ყველაფერი გაინტერესებთ და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით.
მნიშვნელოვანი საკითხები: მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ან შეთავაზება, რომელიც შეიძლება თავიდან სერიოზულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. კარგი დღეა სწავლისთვის, ტრენინგებისთვის და ინფორმაციის მოძიებისთვის. იყავით გახსნილი სიახლეებისთვის.
ურთიერთობები: ფლირტი, მიმოწერა, მხიარული შეხვედრები. ურთიერთობებში სუფევს სიმსუბუქე და ნაპერწკალი. შესაძლოა, მიიღოთ რომანტიკული მესიჯი ან წინადადება პაემანზე.
ფინანსები: მცირე ფინანსური სიახლეები. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი იდეა სტარტაპისთვის. კარგი დღეა რეკლამისა და მარკეტინგისთვის.
ჯანმრთელობა: ენერგია დუღს. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურის ცვალებადობას და მცირე ანთებით პროცესებს. იყავით აქტიური.
აანთე შენი ნაპერწკალი!
დღეს მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები