
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„მთვარის დღე – 26 / 27
ფაზა – კლებადი მთვარე ხარისა და ტყუპების ზოდიაქოში
ვერძი
დღე სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იყავით აქტიური და თამამი. ინტუიცია და გარემოებებთან სწრაფად ადაპტირების უნარი დაგეხმარებათ სამუშაოში. ზოგიერთი თქვენგანმა შესაძლოა გაიცნოს საინტერესო ადამიანი – არ დარჩეთ სახლში, შეხვდით მეგობრებს, სადმე ერთად წადით. დაუთმეთ დრო შვილებსა და ახლობლებს.
კურო
გაამახვილეთ ყურადღება საქმეზე – დღეს ეს ჩვეულებრივზე რთულად გამოგივათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ნუ იმოქმედებთ სპონტანურად – დაგეგმეთ ნაბიჯები. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისი.
ტყუპი
დღე დინამიკური და დატვირთული იქნება. გამოიყენეთ ეს დრო სამომავლო გეგმების დასაწყობად და მოსამზადებელი სამუშაოსთვის. მოგიწევთ აქტიური მოქმედება და პასუხისმგებლობების აღება. იმოქმედეთ ნელა და დამაჯერებლად, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ოჯახში სტაბილურობა და სიმშვიდე გელით.
კირჩხიბი
პროგრესი კარიერაში დამოკიდებულია თქვენს ინიციატივასა და პროფესიულ თვისებებზე. თამამად ისაუბრეთ თქვენს შესაძლებლობებზე — ეს შემოსავალზეც იმოქმედებს. იმოქმედეთ გააზრებულად, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და უსიამოვნებები.
ლომი
იღბალი თქვენს მხარეს იქნება. დღე შეიძლება გახდეს თქვენი დიდი ცვლილებების დასაწყისი. ნუ ისხდებით გულხელდაკრეფილი – აქტიურობა და მიზანდასახულობა განსაზღვრავს შედეგს. ოჯახში კი გაგახარებთ ჰარმონია და ემოციური სიახლოვე.
ქალწული
დღეს დიდია შანსი, რომ აისრულოთ მნიშვნელოვანი სურვილები. ებრძოლეთ ზარმაცობას და გააუმჯობესეთ დისციპლინა. თუ დაბრკოლებებს გადალახავთ – წარმატება გელით. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო შემოთავაზებებს. სახლის საკითხები არ გადადოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბულობა მოიმატებს.
სასწორი
დღე საკუთარ სურვილებზე ფოკუსირებისთვის იდეალურია. შესაძლებელია, ცხოვრებაში ახალ დონეზე გადახვიდეთ. იყავით თავდაჯერებული და იმოქმედეთ გამბედავად. თქვენს ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ – ეცადეთ არ დაიკარგოთ მხოლოდ საქმეებში.
მორიელი
დღის წარმატება დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე. იმოქმედეთ, მიუხედავად დაბრკოლებებისა. გონივრულად დაგეგმეთ საქმიანობა და გაითვალისწინეთ ვის მხარდაჭერას შეიძლება დაეყრდნოთ. ზოგიერთი თქვენგანი ფინანსური მატების მოლოდინშია.
მშვილდოსანი
ცვლილებები კარზე აკაკუნებენ – ნუ გაუშვებთ შანსს, აისრულოთ დიდი ხნის ოცნებები. თქვენ გაქვთ ენერგია და ძალა რთული ამოცანების გადასაჭრელად. სამუშაო შეთავაზებები შეიძლება ძალიან მომგები აღმოჩნდეს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად განვითარდება.
თხის რქა
დღე დატვირთული იქნება, მოგიწევთ დროის დიდი ნაწილი საქმეს მოახმაროთ. შეგიძლიათ დღესვე საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ კეთილდღეობას. შესაძლებელია, გავლენიანი ადამიანები დაგეხმარონ. ფრთხილად იყავით კონკურენტებთან – შესაძლოა უსიამოვნებები შეიქმნას.
მერწყული
გახსნილია შესაძლებლობები ცვლილებებისთვის. თუმცა ნუ იჩქარებთ და ნუ იმოქმედებთ ემოციურად. ენერგია გონივრულად გადაანაწილეთ. ყურადღებით და ფრთხილად დააკვირდით შემოთავაზებებს. თუ თავისუფალი ხართ – შესაძლოა საინტერესო ადამიანი თქვენივე გარემოდან გამოჩნდეს.
თევზები
დღე ხელსაყრელი იქნება – მოვლენები პოზიტიურად განვითარდება. გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ძველი იდეები წარმატებას და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა შესაძლებელია ონლაინ – თამამად გამოხატეთ ინიციატივა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდებულია ხალხი, რომელიც ასეთ ჰარმონიას ქმნის...“ - გია მურღულია პროექტ „ხალხურზე“
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები