
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი პოსტს აქვეყნებს, სადაც პროექტ „ხალხურზე“ წერს:
„ახლა პირველი არხი წარმოადგენს მუსიკალურ კონკურსსა ( ამიერიდან - ფესტივალს) და გადაცემას, რომელსაც ჰქვია „ხალხური“.
ქართული სიმღერის - შესანიშნავი პოლიფონიის - მრავალსახეობა და უნიკალური ღირებულება უბრალოდ განსაცვიფრებელია.
დღეს ფინალია, რომელსაც განუმეორებლად ღირებული ანსამბლები ამშვენებენ.
გამარჯვებული მალე გაირკვევა და მას მთელი საქართველო მიულოცავს, მაგრამ ფინალის მონაწილე ათივე ანსამბლი ქართული ხალხური სიმღერის ნამდვილად გამორჩეული მარგალიტია.
რა ჟღერადობაა! - ამას ქართველის გარდა დედამიწის ზურგზე ვერავინ გაიმეორებს.
ცოტა ხნის წინ ქართველმა სპორტსმენებმა გააოცეს მსოფლიო.
ქართული სიმღერა ამას გაცილებით დიდი ხანია აკეთებს - ეს მართლაც კოსმოსური საჩუქარია, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დასაბამიდან დაჯილდოვდა.
დიდებულია ხალხი, რომელიც ასეთ ჰარმონიას ქმნის და ასეთი ფანტასტიკური ხიბლით ასრულებს.
ეს განუმეორებელი ბედნიერების განცდას ბადებს.
მადლობა პირველ არხს ასეთი შესანიშნავი პროექტისთვის.
ველოდებით ფინალის ფინალს!
P.S. ვულოცავ „ხალხურის“ პირველი სეზონის გამარჯვებულს, თელავის ანსამბლ „შემოძახილს“ - საქართველოს ყველა კუთხეში ჯადოსნურად მღერიან, კახელებს კი ხმა, გემოვნება, მუსიკალური ხედვა და ბგერის კულტურა, მგონი, ღმერთმა ჩამოურიგა. აბა, ამ ყველაფერს სხვა ახსნა არ აქვს!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები