10 ივნისის ასტროლოგიური განწყობა:
დღეს მთვარე აგრძელებს მოძრაობას ვერძის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ ბევრ ჩვენგანს შინაგანად ენერგია, მოქმედების სურვილი, გადაწყვეტილებების მიღებისა და წინსვლის მოთხოვნილება გაუძლიერდება. ადგილზე გაჩერება რთული იქნება, თუმცა, მეორე მხრივ, ტრანზიტული რუკა გვიჩვენებს, რომ დღეს სიჩქარე საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. მეტიც, დღის პირველი ნახევარი ჩვენგან გაცილებით მეტ მოთმინებას, გამძლეობასა და შინაგან სიმტკიცეს მოითხოვს.
ვერძში მყოფ მოუსვენარ მთვარეს ლოდინი არ უყვარს. ეს ნიშანი სწრაფ შედეგებს, გადამწყვეტ მოქმედებებსა და სამყაროსგან მყისიერ რეაგირებას ესწრაფვის.
როდესაც მთვარე ვერძში მოძრაობს, ინტუიციურად გვიჩნდება სურვილი, სიტუაცია თვითონ ვმართოთ, დამოუკიდებლად, გაბედულად ვიმოქმედოთ და სხვის გადაწყვეტილებებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. თუმცა დღეს ეს ცეცხლოვანი ენერგია საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.
ამის მიზეზია ის, რომ დღეს მთვარე უერთდება სატურნს - შეზღუდვების, პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტას. სატურნს გარს ყინულოვანი რგოლები აკრავს და ვერძის აქტიური მთვარის შეერთება მასთან კონფლიქტური სიტუაციების პოტენციალს ქმნის.
ამასთანავე, ეს კავშირი დაძაბულ ასპექტს აყალიბებს მერკურთან, რის შედეგადაც საკმაოდ საინტერესო სურათი იქმნება. შინაგანად ვიგრძნობთ მოწოდებას - წინ წავიწიოთ, მაგრამ გარემოებები თითქოს ამუხრუჭებს ამ სწრაფვას. სწორედ ამიტომ, დილით შეიძლება საქმეები მოლოდინის მიხედვით არ განვითარდეს, პირიქით შეფერხდეს და დროში გაიწელოს.
შესაძლებელია საქმეების გადადება, კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები, დოკუმენტებთან ან საჭირო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ყოყმანი და არასტაბილურობა იგრძნოს. შესაძლოა შევეჯახოთ კრიტიკას, შენიშვნებს ან კომპეტენტურობის დამტკიცების აუცილებლობას.
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სიტუაციები, როდესაც მიღებული ინფორმაცია დამატებით გადამოწმებას მოითხოვს. ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოკუმენტების ყურადღებით წაკითხვა, ფაქტების გადამოწმება, სატურნი ზედაპირულ და არასერიოზულ დამოკიდებულებას ვერ ეგუება. იგი სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ სატურნი კარმის მმართველად მიიჩნევა, დღეს სასურველია მის პრინციპებს მივყვეთ.
გარდა ამისა, მთვარის შეერთება სატურნთან ადამიანებს ხშირად ემოციურად უფრო ჩაკეტილსაც ხდის.
შესაძლოა გაგვიჩნდეს განცდა, რომ გარშემომყოფებს უჭირთ ჩვენი გაგება.
ზოგი განმარტოების, დისტანცირების სურვილს იგრძნობს, ზოგი კი უფრო მდუმარე და ფრთხილი გახდება ურთიერთობებში. ეს სრულიად ბუნებრივია დღევანდელი დღის ენერგიებისთვის. ამიტომ შუადღემდე არ გირჩევთ დაძაბული მოლაპარაკებების, ურთიერთობების გარკვევის ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს დრო გაცილებით უკეთესია საქმეების მოწესრიგებისთვის, დოკუმენტების დასამუშავებლად, ინფორმაციის გასაანალიზებლად და საკუთარი გეგმების სიმტკიცის შესამოწმებლად.
იმისთვის, რომ დილამ პოზიტიურად ჩაიაროს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სატურნი დაბრკოლებებს უმიზეზოდ არასოდეს ქმნის. თუ ის რაიმეს აფერხებს, ნიშნავს, რომ გვთავაზობს ამ საკითხის კორექტირებას, გაანალიზებას ან გამყარებას.
სწორედ ასეთი დღეები და პერიოდები, როდესაც სატურნის გავლენა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა, მომავალში სერიოზული შეცდომების თავიდან აცილებაში გვეხმარება.
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ: თუ დღის პირველ ნახევარში რომელიმე საქმე გაიჭედა, ეს იმის ნიშანია, რომ ამ თემაში რაღაც ჯერ კიდევ დასახვეწია.
ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ შეზღუდვებისა და შეფერხებების განცდა მთელი დღე არ გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ, დღის ენერგეტიკა შესამჩნევად შეიცვლება, რადგან მთვარე მზესთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის. თითქოს ღრუბელი თანდათან გაიფანტება.
ის, რაც დილით რთულად და თითქმის გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, შუადღის შემდეგ სრულიად სხვა კუთხით გამოჩნდება. გაჩნდება მეტი თავდაჯერება, გადაწყვეტილებების მიღება გამარტივდება და თავდაჯერებულობა გაიზრდება. ამიტომ დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა როგორც შეხვედრებისთვის, ისე ინიციატივების გამოსავლენად, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმების განსახორციელებლად.
ბევრი ჩვენგანი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობს. ვიღაც კი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე რამდენიმე საათის წინ ეგონა. შეიძლება მივიღოთ ისეთი მხარდაჭერა, რომლის იმედიც უკვე დაკარგული გვქონდა.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დილის სირთულეებს მთელი დღის გაფუჭების უფლება არ მივცეთ. ადამიანები ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ: დილით დაბრკოლებას აწყდებიან და ასკვნიან, რომ მთელი დღე წარუმატებელი იქნება, თუმცა 10 ივნისი შეიძლება გახდეს შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად იცვლება სივრცის ენერგეტიკა და როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს განწყობა მთვარის მოძრაობის გავლენით.
ამ დღის მთავარი გაკვეთილი ვერძის სიმამაცისა და სატურნის სიბრძნის შერწყმას უკავშირდება. დილით უნდა გამოვიჩინოთ ნებისყოფა და სიდინჯე, არ ვიჩქაროთ, მაგრამ არც შიშებს უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი მოძრაობა შეაჩეროს. არ უნდა ვიჩქაროთ იქ, სადაც ყურადღებაა საჭირო, მაგრამ არც გადაწყვეტილების მიღება უნდა გაგვიჭირდეს როდესაც მოქმედების დრო დგება.
დილით სამყარო ამოწმებს ჩვენს ნებისყოფას და პასუხისმგებლობას, შემდეგ კი ახალ შესაძლებლობათა კარს გვიღებს.
როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ 25-ე მთვარის დღის გავლენას მთელი დღის განმავლობაში.
ეს სიბრძნის, დაკვირვების და სიჩუმის განსაკუთრებული დროა. დღის სიმბოლოა ბრძენი კუ, ნიჟარა ან წყლით სავსე ჭურჭელი. ასეთ დღეებში მნიშვნელოვანია შევანელოთ ტემპი და ნამდვილად მოვუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას, რადგან ეს დღე ფუსფუსისა და ბრძოლის კი არა, გაცნობიერებისა და საკუთარ სიღრმეებში ჭეშმარიტების ძიებისთვის არის განკუთვნილი.
ამიტომ ეს შესანიშნავი დღეა ქვეცნობიერთან მუშაობისთვის. უფრო მეტად დააკვირდით ნიშნებსა და სხვა ადამიანების შემთხვევით ნათქვამ სიტყვებს. შესაძლოა, მათში თქვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს დამალული.
გარკვეული მინიშნებები შეიძლება სიზმარშიც მიიღოთ. ოცდამეხუთე მთვარის დღის ენერგიები გვეხმარება, დავინახოთ ფარული მექანიზმები და პასუხები მივიღოთ, აქამდე ჩვენთვის რთულად გასაგებ საკითხებზე.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
ეს დღე სიცრუეს ვერ იტანს. ამიტომ არ ღირს მანიპულირება და ეშმაკობა, რადგან ტყუილი სწრაფად გამოაშკარავდება და შესაძლოა თქვენს რეპუტაციაზეც აისახოს.
სამაგიეროდ, დღეს შესანიშნავად იმუშავებს მედიტაცია, სუნთქვითი პრაქტიკები, წყალთან დაკავშირებული პროცედურები - განწმენდა, ბანაობა და ნებისმიერი წყლის რიტუალი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ წუწუნს და ნეგატიურ განწყობას“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕რა არის სასიკეთო და რისგან უნდა შეიკავოთ თავი 10 ივნისს - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი