Digest Logo

🎥 „შესაძლოა სწრაფად განვითარდეს რომანტიკული ურთიერთობები...“ - რა ტენდენციებს გვპირდება რეტრო ვენერა ვერძის ნიშანში, მედეა დოლიძის განმარტება

1739454836
მედეა დოლიძე

ასტროლოგი მედეა დოლიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ასტროპროგნოზებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მედეა დოლიძის მორიგ ვიდეოს, სადაც საკითხზე „რეტრო ვენერა ვერძის ნიშანში“ საუბრობს:

„4 თებერვალს სიყვარულის, სილამაზის და ფინანსების პლანეტა ვენერამ, დატოვა თავის ნიშანი, იგი მანამდე თევზების ნიშანში იმყოფებოდა. გადავიდა თავის განდევნის ნიშანში, რომელიც ცეცხლოვანია - ვერძში. ის დაიწყებს რეტროგრადულ სვლას და კვლავ დაუბრუნდება თევზების ნიშანს. რეტროგრადულ ფაზას კი დაასრულებს 12 აპრილს.

რას უნდა ველოდოთ და რისგან უნდა შევიკავოთ თავი ამ პერიოდში? წარმოიდგინეთ ეს არის ფილმი სამი მოქმედებით.

ვენერას ინგრესია ვერძში - ვენერა წარმოადგენს ჩვენს სურვილებს, პასუხს აგებს ურთიერთობების დინამიკაზე და მატერიალურ ფასეულობებზე. ვენერას ძირითადი მიზანი არის ჰარმონიის შექმნა და შენარჩუნება. ვენერა ვერძში ვლინდება თავისი პრინციპებისთვის არაადეკვატურად. მასში ჭარბობს მასკულინური გამოვლინება. ის თამამია და ჩქარობს მიიღოს რაც უნდა. ერთის მხრივ კარგი პერიოდია გავბედოთ ის, რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა. ის თავად ხდება ინიციატორი ურთიერთობებსა და საქმეში. ხანდახან აგრესიით და კონფლიქტით გამოირჩევა.

ამ დროს შესაძლოა სწრაფად განვითარდეს რომანტიკული ურთიერთობები. იყოს გადაჭარბებული ხარჯვისა და პირველობის სურვილი.

ამ პერიოდში არ გირჩევთ გააფორმოთ მნიშვნელოვანი კონტრაქტები და იყიდოთ ძვირფასი ნივთები. არ გაიკეთოთ ესთეტიკური პროცედურები და არ მოაწეროთ ქორწინებას ხელი. ეს პერიოდი ყველასთვის საგრძნობი იქნება თუმცა განსაკუთრებით, თევზები ვერძები სასწორები და ქალწულები იგრძნობენ“, - ამბობს მედეა დოლიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა

⭕ილონ მასკმა ტრამპთან ოფიციალურ შეხვედრაზე შვილი მიიყვანა

🎥 „მოთხოვნები იყო არასწორი, საქართველოში არანაირი არჩევნების გაყალბება არ მომხდარა, ეს ვერავინ ვერ დაადასტურა“ - რატომ დაეცა საპროტესტო მუხტი? მოქალაქეების პასუხი