
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, 4 წლის შვილი, Lil X. რომელიც ყოფილი შეყვარებულის, გრიმსისგან ჰყავს, პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოფიციალურ შეხვედრაზე მიიყვანა.
მასკმა ბავშვი ბავშვი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მხრებზე ამხედრებული შეიყვანა, შემდეგ კი თამაშის უფლებაც მისცა და მაშინვე დაიწყო ცელქობა და პრეზიდენტის მაგიდის ქვეშ დამალვა გადაწყვიტა.
ბიზნესს-შეხვედრაზე ილონ მასკი იყო ყოველდღიური, არაფორმალური ჩაცმულობით — შავ ჯინსებში, პრინტიანი მაისურითა და კლასიკური შავი ნახევრად გრძელი პალტოთი. მილიარდერის თავზე შავი ბეისბოლური ქუდი ეხურა, რომელზეც ტრამპის მთავარი ლოზუნგი “Make America Great Again” ეწერა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა