Digest Logo

„შესაძლოა სუსტმა მარსმა ისედაც დეფიციტური ენერგიის შენახვის, დაზოგვის სურვილიც გამოიწვიოს ადამიანში და ამას სხვები აღიქვამდნენ როგორც სიზარმაცეს“ - ხათუნა ნოელი

1775930710
შერკინება შერკინება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტების ძალის გამოვლინებაზე საუბრობს:

„როდესაც პლანეტა თავისი ძალის გამოვლინებისათვის რთულ და წინააღმდეგობრივ ნიშანში ხვდება, როგორიცაა გაძევების ან დაცემის მდგომარეობა, წესითა და კანონით, ადამიანი, რომელსაც ეს რუკა ეკუთვნის, ამ პლანეტის სფეროში მაღალი შედეგებით ვერ უნდა იკვეხნიდეს.

ლოგიკურად ასეა. თუმცა ცხოვრებისეული მაგალითები ხშირად საპირისპიროს გვიჩვენებენ.

მაგალითისათვის მარსი რომ ავიღოთ. მისი ძალის გამოვლინება ყველაზე ბუნებრივად ხდება მმართველობის ტერიტორიაზე- ანუ ვერძში და მორიელში, მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს თხისრქაში ანუ ეგზალტაციის ტერიტირიაზე, ხოლო გაძევებაში ( სასწორი, კურო) და დაცემაში( თხის რქა) უნდა სუსტი იყოს და პრობლემური.
მარსი მართავს იმპულსს, პირველობას, აგრესიას, სისწრაფეს, კუნთებს, და ცხადია- სპორტსაც მისი დაქვემდებარების ქვეშ განვიხილავთ. რადგან სად თუ არა სპორტში შეიძლება, რომ ადამიანმა ყველაზე მკაფიოდ გამოავლინოს ეს თვისებები..

გამოდის, რომ მარსი ვერძის და მარსი თხის რქის პატრონებს ყველაზე მაღალი სპორტული მიღწევები უნდა ჰქონდეთ. მაგალითად ქართველ არაერთგზის ჩემპიონს ძალოსან ლაშა ტალახაძეს მარსი მორიელში ჰყოლია; შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში კონორ მაკგრეგორის მარსი ვერძშია; მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის- რაფაელ ნედალის მარსი კი თხისრქაში. უსაინ ბოლტის იამაიკელი სპრინტერის, მიმდინარე მსოფლიო რეკორსდმენის მარსიც თხის რქაშია.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამიჭირდა ამ მონაცემების მქონე, მაღალი მიღწევების სპორტსმენების მოძებნა.
სამაგიეროდ ... აბა, ნახეთ მარადონას რუკა, მისი მარსი კირჩხიბშია(15*), ისევე როგორც ზინედინ ზიდანის(26*) ან მესის (22*) რუკებში- ანუ დაცემაში! ბეკენბაუერიც მარსით კირჩხიბი(3*) ყოფილა და მიშელ პლატინიც (15*).
გაძევებაში, სასწორში ვის ჰყავს მარსი - წარმოიდგენთ? პელეს!დიახ, სასწორის მე10 გრადუსზე. ეუსებიოს მარსი კუროში - ასევე გაძევებულია.

დევიდ ბეკჰემის მარსი არც გაძევებაში და არც დაცემაში, თევზებშია, მაგრამ იქაც უკიდურესად სუსტად ითვლება წყლის სტიქიაში ჩავარდნილი ეს ცეცხლოვანი პლანეტა.

კარგი, ეს ფეხბურთელები ვნახეთ და ცოტა დავიბენით ხომ? იქნებ ძალოვან სპორტსმენებში უფრო სხვა სიტუაციაა? -ტაისონს მარსი ტყუპებში ჰყავს, ბრუსლის- მერწყულში, გაძევება და დაცემა არცერთი არაა, მაგრამ ძლიერების ტერიოტორიადაც რომ ვერ მოიაზრება? მუჰამედ ალის კი კუროს მარსი ჰყოლია საერთოდაც, ანუ გაძევებული.
გავაგრძელოთ? სპორტის სხვა სახეობა ვნახოთ? კი ბატონო, მსრბოლელი- ნიკი ლაუდა- მარსით თევზი. ჩვენი ქართველი მშვილდოსნობის ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე- მარსით კირჩხიბი. ლაშა ბექაური, ძიუდოისტი, ორგზის ჩემპიონი, ვინ იფიქრებდა, რომ ისიც მარსით კირჩხიბია? ტატო გრიგალაშვილს და მერაბ დვალიშვილს კუროში ჰყავთ მარსი; ალიოშა ჯაფარიძეს და მიშა ხერგიანს- თევზებში... მგონი გაგრძელება აღარ ღირს. განმარტებაზე გადავიდეთ.

როგორც მიხვდით, ‘’სუსტი’’ მარსი თავისთავად არაა პრობლემა. რა თქმა უნდა, შესაძლოა სუსტმა მარსმა ისედაც დეფიციტური ენერგიის შენახვის, დაზოგვის სურვილიც გამოიწვიოს ადამიანში და ამას სხვები აღიქვამდნენ როგორც სიზარმაცეს, მაგრამ... უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც პირად რუკებში მარსი გაძევებული ან დაცემული ჰყავთ, გრძნობენ რა ამ პლანეტის ენერგიის ნაკლებლობას, მაქსიმალურად ცდილობენ მის კომპენსირებას, ხანდახან ზედმეტადაც კი. შრომობენ, ვარჯიშობენ, თანაც სხვებზე მეტად, თავგადაკლულადაც კი. რადგან ხვდებიან, რომ იმათაგან განსხვავებით, ვისაც ყველაფერი შედარებით ადვილად გამოუდით, მათ მხოლოდ მძიმე შრომით შეუძლიათ მიაღწიონ დასახულ მიზანს და სწორედ ეს თავდაუღალავი ჯაფა და მიზანდასახულობა აძლევთ რეზულტატებს.

ისინი კი, ვისაც მარსი ისედაც ძლიერი ჰყავთ, ხშირად „ძალიან ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები“ არიან. სიზარმაცეს კი მაღალი რეზულტატები აღარ მოაქვს. სწორედ ამიტომ გამიჭირდა ასეთი მოცემულობის წარმატებული სპორტსმენების პოვნა.  

ასე, რომ თუ თქვენს შვილს სუსტი მარსი ჰყავს და ამის გამო „ასტროლოგმა“ გირჩიათ მის საყვარელ სპორტს თავი დაანებებინოთ, ან სხვა ასტროლოგს მიმართეთ, ან, უფრო გაბედულებმა ეს სიაა ააფარეთ ცხვირზე.

ეს პოსტი მარსის მაგალითზე ავაგე, თუმცა იგივე ანალოგიით შემეძლო მესაუბრა ნებისმიერ სხვა გაძევებული ან დაცემული პლანეტის გავლენაზე ნებისმიერ სხვა პროფესიაში“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი პრინცესას დაბადების დღეა! სულ ბედნიერი უნდა იყო“ - როგორ მიულოცა ანდრია გველესიანმა ცოლს იუბილე

„ზედაპირულ იარლიყებს: „კარგს“ და „ცუდს“ ვაკრავთ იქ, სადაც საჭიროა გააზრება, სიღრმე და პასუხისმგებლობა“ - ვატო მსხილაძე

„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა, არასასურველია ექიმთან ვიზიტი“ - 11 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით