მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლეს, მაიკო ვაწაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
იგი მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას უსურვებს:
„დღეს ჩემი პრინცესას დაბადების დღეა!
ყველაზე მეტად მიყვარხარ და გვიყვარხარ მე და სანის.
სულ ბედნიერი უნდა იყო, ჯანმრთელი და წარმატებული“, - წერს ანდრია გველესიანი.
ცნობისთვის, მსახიობებს ანდრია გველესიანსა და მაიკო ვაწაძეს პატარა სანი ჰყავთ, რომელიც ნამდვილი ინტერნეტ ვარსკვლავია.
მაიკო ვაწაძისა და ანდრია გველესიანის ოჯახური ცხოვრება პატარას დაბადებამ კიდევ უფრო ბედნიერი გახადა და დღეს ორივე მათგანის დიდი სიყვარული პატარა სანისკენ არის მიმართული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პატიების ტოქსიკური ილუზია: რატომ არ არის მიტევება სავალდებულო? - რამაზ გიგაურის განმარტება