Digest Logo

„შეცვლი ადამიანებს, გარემოს, სამსახურს, მაგრამ სცენარი მაინც იგივე დარჩება, იმიტომ, რომ ფესვი არ შეგიცვლია...“ - რას წერს ასტროლოგი

1776350878
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.

ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ასტროლოგიურად, რეალური პრობლემა ხშირად საერთოდ სხვა ადგილას იმალება, ვიდრე ჩვენ გვგონია:

„შენი მთავარი პრობლემა არ არის ის, რაც გგონია.

ადამიანების უმეტესობა საკუთარ პრობლემას ზედაპირზე ეძებს.

ამბობს:

„ურთიერთობები არ გამომდის“

„ფული არ მაქვს“

„არ მიმართლებს ცხოვრებაში“, მაგრამ ეს მხოლოდ შედეგებია და არა მიზეზი.

ასტროლოგიურად, რეალური პრობლემა ხშირად საერთოდ სხვა ადგილას იმალება, ვიდრე ჩვენ გვგონია.

შენ ფიქრობ, რომ ურთიერთობებში გაქვს პრობლემა? მაგრამ სინამდვილეში პრობლემა არის საკუთარი თავის ფასის არ ცოდნა - ვენერა.

შენ ფიქრობ, რომ კარიერა არ გამოგდის? მაგრამ რეალურად გეშინია რეალური პასუხისმგებლობის აღების - სატურნი.

შენ ფიქრობ, რომ ადამიანები გტკენენ? მაგრამ სინამდვილეში იზიდავ იმ ენერგიას, რაც შენშია დაუმუშავებელი - პლუტონი.

შენ ფიქრობ, რომ არ გიმართლებს? მაგრამ რეალურად ისევ და ისევ იმავე არჩევანს აკეთებ და არ ცვლი მიდგომებს და ყველაზე რთული ნაწილი აქ არის, როცა ხვდები, რომ პრობლემა გარეთ არ არის, არამედ ის შენშია.

არა როგორც დასჯა, არამედ როგორც გაუცნობიერებელი მექანიზმი და სანამ არ დაინახავ ნამდვილ მიზეზს,
შენ იბრძოლებ მხოლოდ შედეგებთან.

შეცვლი ადამიანებს, გარემოს, სამსახურს, მაგრამ სცენარი მაინც იგივე დარჩება, იმიტომ, რომ ფესვი არ შეგიცვლია.

ასტროლოგია სწორედ აქ მუშაობს, არა იმ მიზნით, რომ გითხრას, რა მოხდება, არამედ იმ მიზნით, რომ გაჩვენოს, სად არის რეალური პრობლემა და როცა ამას შეხედავ, მიგეცემა არჩევანი - ან გააგრძელო იგივე, ან შეხვდე საკუთარ თავს პირდაპირ და ეს უკვე აღარ არის მარტივი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ რაღაც მართლა შეიცვალო.

თქვენ რას ებრძვით? თქვენი პრობლემის შედეგს თუ რეალურ მიზეზს?“, - წერს უჩა სიხარულიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველა მოქმედება ამ დღეს, დროის ფუჭი კარგვა იქნება“ - 16 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🛑 სხეული არ ტყუის: რატომ იქცევა „უთქმელი სიტყვები“ ქრონიკულ ანთებად?

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პლანეტური „კოალიცია“ იყრის თავს“ - რას ველოდოთ, როგორ მოვიქცეთ და რაში გამოვიყენოთ ეს ენერგია