Digest Logo

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პლანეტური „კოალიცია“ იყრის თავს“ - რას ველოდოთ, როგორ მოვიქცეთ და რაში გამოვიყენოთ ეს ენერგია

1776344512
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიურ მოვლენებზე საუბრობს:

„ვერძში, პირველ გრადუსებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პლანეტური „კოალიცია“ იყრის თავს. ამჟამად აქ არიან: მერკური, მარსი, სატურნი და ნეპტუნი. რას მოიტანს ეს შეერთება ვერძის ზოდიაქოს დასაწყისში, ამდენი პლანეტის თავმოყრა.

რას ველოდოთ, როგორ მოვიქცეთ, რაში გამოვიყენოთ ეს ენერგია ან რას მოვერიდოთ?

ასეთი თავმოყრა სიმბოლურად ძლიერ, მაგრამ წინააღმდეგობრივ ენერგიას ქმნის.

წარმოიდგინეთ: მარსი ვერძში აძლიერებს მოქმედების სურვილს, გამბედაობას, მაგრამ ზრდის იმპულსურობას და კონფლიქტის რისკსაც.

მერკური ამას ამატებს სწრაფ აზროვნებას და კომუნიკაციას, თუმცა შეიძლება მოუთმენლობა და მკვახე სიტყვებიც მოიტანოს.

ამ ყველაფერს სატურნი ამუხრუჭებს, რადგან სტრუქტურას, პასუხისმგებლობას, მაგრამ ასევე დაძაბულობას ან შიშსაც იძლევა.

რაც შეეხება ნეპტუნს, ის ამატებს ინტუიციას, შთაგონებას, მაგრამ ასევე ზრდის ილუზიის, გაურკვევლობის ან შეცდომაში შეყვანის რისკს.

როდესაც ცაზე ასეთი აჯაფსანდალია, თავისთავად, დედამიწაზე ცხოვრებაც რთულდება. საუკეთესო გადაწყვეტილება ახლა არის იდეების შემუშავება, ოღონდ რეალურად გაწერილი გეგმით. ინტუიციის გამოყენება, მაგრამ ფაქტების გადამოწმება.

იმოქმედე, მაგრამ გააზრებულად. ისაუბრე, მაგრამ არც ყველაფერზე და არც ყველასთან. ანუ ენაზე კბილის დაჭერა ნუ დაგავიწყდება. ნუ იჩქარებ ყველას გაცე დაუყოვნებლივი პასუხი, მით უმეტეს, ნუ წამოეგები დაგეგმილ პროვოკაციებს.

მოერიდე გაზრდილი ეგოს ფონზე წარმოქმნილ კონფლიქტებს.არ ჩაერთო ფინანსურ საქმეებში ფორსირებულად და გაუაზრებლად, ეცადე არ გადაიწვა. ენერგიის ხარჯი მაღალი იქნება.

დადებითი რაც შეიძლება იყოს, არის ის რომ სატურნის გააზრებული გამოყენებით შეიძლება დისციპლინის უნარის გამომუშავება, განმტკიცება. მთავარია არ გძლიოს მეორე მხარემ და პესიმიზმში არ გადაგაგდოს, გახსოვდეს, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. პასუხისმგებლობას, სტრუქტურას, სწორ საქმიან აქტივობას ახლა კარიერულ ზრდაც შეუძლია რომ მოიტანოს.

ეს პერიოდი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ცხოვრებისთვის, თუ გამოიყენებთ ენერგიას სწორად.და ახლა ინტუიციურად შეიძლება გქონდეთ გრძნობა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ არ იცით, რა ან როგორ“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

🌑 17 აპრილი: სამეფო ახალმთვარეობა და ფინანსური გადატვირთვა - რა არ არის რეკომენდებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 მარიკა ბაკურაძეს დაბადების დღე კოლეგებმა პირდაპირ ეთერში მიულოცეს - „მადლობა, რომ ხარ ჩვენი გუნდის წევრი...“