Digest Logo

„შეუძლებელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა შინაგანი სიკვდილის გარეშე, თუ ამას ეწინააღმდეგები შედეგად მხოლოდ ნევროზსა და უკუსვლას მიიღებ“ - რამაზ გიგაური აღდგომის მისტერიულ აქტზე

1775934127
აღდგომა აღდგომა

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღდგომის მისტერიულ აქტზე საუბრობს:

„აღდგომის მისტერიული აქტი: სიკვდილის ტრანსფორმაცია და უნივერსალური არქეტიპი.

ხელახლა დაბადება მხოლოდ რელიგიური ტრადიცია ან ლამაზი მეტაფორა არ არის. ეს ფსიქიკისა და ბუნების ულმობელი კანონია, იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე დაიბადოს, ძველი ფორმა აუცილებლად უნდა განადგურდეს.

შეუძლებელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა შინაგანი სიკვდილის გარეშე. თქვენი მოძველებული იდენტობა, წარსულის ტრავმებზე მიჯაჭვულობა და კომფორტული „ეგო“ უნდა დაიმსხვრეს. თუ ამ ბუნებრივ ტრანსფორმაციას ეწინააღმდეგებით და ძველ ფორმას ებღაუჭებით, შედეგად მხოლოდ ნევროზსა და უკუსვლას მიიღებთ.

კრიზისი, დაცემა და სრული კოლაფსი არასოდეს არის დასასრული. ეს ახალი ციკლის პირველი, მტკივნეული საფეხურია. ჭეშმარიტი ძალაუფლება მარცხის თავიდან არიდებაში არ მდგომარეობს.

დაუმარცხებელია არა ის, ვინც არასოდეს ეცემა, არამედ ის, ვისაც შეუძლია საკუთარი თავის ნამსხვრევებისგან ხელახლა აწყობა“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

პასკუალინა, ბაბკა, მაზურკა - სააღდგომო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში

„შესაძლოა სუსტმა მარსმა ისედაც დეფიციტური ენერგიის შენახვის, დაზოგვის სურვილიც გამოიწვიოს ადამიანში და ამას სხვები აღიქვამდნენ როგორც სიზარმაცეს“ - ხათუნა ნოელი

„ჩემი პრინცესას დაბადების დღეა! სულ ბედნიერი უნდა იყო“ - როგორ მიულოცა ანდრია გველესიანმა ცოლს იუბილე