Digest Logo

სელინ დიონი სცენას უბრუნდება

1774945989
სელინ დიონი

კანადელი მომღერალი სელინ დიონი სცენას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

სცენაზე დაბრუნების შესახებ მომღერალმა 30 მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე გამოაცხადა - მას 58 წელი შეუსრულდა. დიონს დაგეგმილი აქვს 10 კონცერტი, რომლებიც პარიზში 2026 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. ბილეთების წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს დაიწყება. ეს დიონის პირველი შოუები იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

„წელს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარს მივიღებ. მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე თქვენთან და ამ შემოდგომიდან კვლავ ვიმღერო თქვენთვის პარიზში“, - განაცხადა დიონმა ფრანგული ტელეარხის, France 2-ის ეთერში.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ „საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს“ და თავს კარგად გრძნობს.

„მე ისევ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც“, - თქვა მან.

ამ განცხადების პარალელურად, დიონის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ეიფელის კოშკზე გამართული შთამბეჭდავი სინათლის შოუს საშუალებითაც აისახა. კოშკზე გამოჩნდა წარწერა: Paris, je suis prête („პარიზო, მე მზად ვარ“), ფონად კი მომღერლის ცნობილი ჰიტების ფლეილისტი ისმოდა, მათ შორის Iʼm Alive, Encore Un Soir და My Heart Will Go On.

გასულ კვირას დიონის პარიზში დაგეგმილი კონცერტების შესახებ Variety წერდა.

2022 წელს დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება - გაშეშებული ადამიანის სინდრომი დაუდგინეს, რომელსაც მოძრაობისა და სიმღერის უნარზე აქვს გავლენა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წარმომედგინა, რომ ჩემს გვერდით აუცილებლად ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ...“ - როგორი უნდა იყოს კაცი, რომ ნინიკო მამარდაშვილს მოეწონოს

30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - როგორ გადაარჩინეს ბავშვი სიკვდილს სასწრაფო დახმარების ექიმებმა

„როგორ გიხდებათ ასე თმები, საოცრად ლამაზი ხარ“ - შორენა ბეგაშვილმა „ჰერმესის“ კიდევ ერთი ჩანთა შეიძინა