საბერძნეთში, ათენში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, სალომე ქოჩიაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, გარდაცვლილი დილით, საწოლში იპოვეს:
„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.
არ ვიცი სალო, არ მინდა დავიჯერო.
ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე. დაუჯერებელი ამბავია. (ექსპერტიზაზე ჰყავთ საცოდავი. დილით საწოლში იპოვეს გარდაცვლილი) სალომე ქოჩიაშვილი“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კანადელი მომღერალი სელინ დიონი სცენას უბრუნდება
⭕30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - როგორ გადაარჩინეს ბავშვი სიკვდილს სასწრაფო დახმარების ექიმებმა