Digest Logo

„შევცვალოთ ცხოვრების წესი, დავაბალანსოთ დღის რეჟიმი, მოვიშოროთ მავნე ჩვევები და დავნერგოთ ჯანსაღი პრაქტიკები“ - მიმდინარე კვირის ასტროტენდენციები

1758645021
ეზოტერიკაეზოტერიკა

7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდა.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დაბნელებების ენერგია არ იფანტება დაბნელების დასრულებისთანავე, ამიტომ მიმდინარე კვირაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ტენდენციები გვაქვს, რაზედაც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight წერს:

„დღევანდელი პოსტი შეეხება დაბნელებების დერეფნის დასრულებასა და მომავალი კვირის ტენდენციებს. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ინტენსიური პერიოდი - შემოდგომის დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიწყო 7 სექტემბერს და დასრულდა 21 სექტემბერს, ქალწულის ნიშანში მზის დაბნელებით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბნელებების ენერგია არ იფანტება დაბნელების დასრულებისთანავე. მისი ვიბრაციები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად ახდენს ჩვენზე გავლენას და დროდადრო თავს გვახსენებს, როგორც მძაფრი არომატი ან ექო. მართალია, ეს ეფექტი უკვე აღარ იქნება ისეთი მკვეთრი, მაგრამ მაინც, მომავალ კვირაში გარდამტეხი პროცესები გააგრძელებს ჩვენი გზების კორექტირებას.

21 სექტემბრის მზის დაბნელება, რომელიც ქალწულის ნიშანში მოხდა, დაკავშირებულია ახალი ციკლის დაწყებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის დაემთხვა შემოდგომის ბუნიობას - ეს დღე სეზონის ცვლილებას და ენერგეტიკული ფონის დიდ გარდატეხას მოასწავებს. სწორედ ამიტომ, ამ კვირაში ეყრება საფუძველი ცვლილებებს, რომლებიც განსაზღვრავენ თქვენს უახლოეს ექვს თვეს, ერთ წელს და ზოგ შემთხვევაში - ათწლეულებსაც. მზის დაბნელებები ყოველთვის ემთხვევა ახალ მთვარეს და ჩვენს ცხოვრებაში ახალ პროგრამებს ამოქმედებს. დაბნელებასთან ერთად იწყება კარმული პროცესები, რომლებიც 18-წლიან ციკლს მოიცავს.

რადგან დაბნელება ქალწულის ნიშანში იყო, ეს ნიშნავს, რომ მთავარ თემებად სამუშაო და ჯანმრთელობა გამოდის ასპარეზზე. სწორედ ეს პერიოდია საუკეთესო ჩვენი ცხოვრების პრაქტიკული მხარის გადაფასებისთვის. მოვლენები დაგვაყენებს რეალობის წინაშე, რათა მკაფიოდ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ის საქმე, რომელსაც მექანიკურად, რუტინულად ვასრულებთ, და ის საქმე, რომელიც ჩვენ გვემსახურება, რომელიც ჩვენს მოწოდებას და ბედნიერებას ემსახურება. მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს და რეალურად დავასრულოთ ყველაფერი, რაც აღარ არის საჭირო, რათა გავათავისუფლოთ ადგილი იმისთვის, რაც ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე: შევცვალოთ ცხოვრების წესი, დავაბალანსოთ დღის რეჟიმი, მოვიშოროთ მავნე ჩვევები და დავნერგოთ ჯანსაღი პრაქტიკები. ქალწულის მთავარი პრინციპია, რომ პრევენცია ყოველთვის სჯობს მკურნალობას. თუ მკურნალობა ან დიაგნოზის დასმაა საჭირო, სწორედ ახლა არის ამისთვის საუკეთესო დრო, რადგან ეს ენერგიები ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას. თუ ამ კვირაში გაჩნდება იდეა, სურვილი ან გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა, აუცილებლად მიაქციეთ მას ყურადღება, რადგან ეს ნიშნავს, რომ თავად სამყარო გკარნახობთ მიმართულებას.

შემოდგომის ბუნიობის დღე არის წლის განსაკუთრებული წერტილი, როცა სინათლე და სიბნელე თანაბრდება. ამიტომ, ეს შესანიშნავი დროა ჰარმონიზაციისთვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოცნებები, არამედ ბალანსის განმტკიცება პრაქტიკული მოქმედებებით: წესრიგი და სისუფთავე სახლში, სხეულისა და სულისთვის დროის დათმობა. თუმცა, მთელი კვირა მშვიდი არ იქნება. ცაზე ყალიბდება დაძაბული ასპექტი - მარსის/პლუტონის კვადრატი. ეს ორი „მებრძოლი“ ერთმანეთს უპირისპირდება და ასეთ დროს სამყარო იძვრის. განსაკუთრებით ძლიერი იქნება მარსი, რადგან 22 სექტემბერს (დღეს) ის გადადის მორიელის ნიშანში, სადაც ხდება ძალის და აგრესიის გამოვლენა. მარსი და პლუტონი, ორივე მორიელის მმართველი პლანეტებია, რომლებიც ამჟამად ერთმანეთთან კონფლიქტურ დაძაბულობას ქმნიან. ტრანსფორმაციული ნიშნის - მორიელის - ორი მმართველის დაპირისპირება ჩვენც ჩაგვითრევს შინაგან და გარეგან დაძაბულობაში. ეს პერიოდი შეიძლება გამოვლინდეს აგრესიის მატებით, კონფლიქტებითა და ტრავმების რისკით. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით სამშაბათსა და ოთხშაბათს, როცა ეს ასპექტი ზუსტდება.

25 სექტემბრიდან ენერგია ნელდება, ასპექტი დაშლას იწყებს. ხუთშაბათი უფრო რბილი იქნება, გაჩნდება შესაძლებლობა გამოვხატოთ ზრუნვა, გრძნობები დავათბოთ და ურთიერთობები გავამყაროთ. ეს კარგი დღეა როგორც მცირე, ისე მნიშვნელოვანი შენაძენებისთვისაც. 26 სექტემბერი, პარასკევი, ნაყოფიერ და დატვირთულ დღეს გვპირდება: დილა ინტუიციას გახდის მეტად ძლიერს, ხოლო საღამომ შეიძლება მოულოდნელი მოვლენები მოიტანოს.

საერთო ჯამში, დაბნელებების დერეფნის დახურვის შემდგომი კვირა არის განწმენდისა და გადატვირთვის პერიოდი. მნიშვნელოვანია, დავიკავოთ დამკვირვებლის პოზიცია, მოვერიდოთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, დავაკვირდეთ მოვლენებს, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, სხეულზე, დავამყაროთ წესრიგი ყოველდღიურობაში და ასევე, მოვაწესრიგოთ დოკუმენტები. მივცეთ საკუთარ თავს უფლება, ცოტათი შევანელოთ სვლა, გავამყაროთ უკვე მიღწეული და მოვამზადოთ ნიადაგი ახალი შესაძლებლობებისთვის“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არის ერთ-ერთი მავნებელი პროდუქტი, რაც ნარკოტიკივით იწვევს დამოკიდებულებას“ - ყველაზე საშიში საკვები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია

„ჩემი ბიჭი...“ - თათული ედიშერაშვილი გალა გასვიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„მთლიანად ვიცვლი სახეს, ახალი ლოლიკო დაიბადება...“ - როგორ ხვდება ლოლა წერეთელი ასაკის მატებას