
„თქვენ იზიდავთ იმას, რაზედაც ფოკუსირდებით. ამიტომ, პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ მათ გადაჭრაზე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, შიში, დანაშაულის გრძნობა და ეჭვი ჩვენს ცხოვრებაში სამი უდიდესი ბარიერია:
„შიში, დანაშაულის გრძნობა და ეჭვი ჩვენს ცხოვრებაში სამი უდიდესი ბარიერია, ვიტყოდი ქურდია, რომელიც იპარავს ჩვენს ენერგიას და რომლებიც ხელს გვიშლის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა.
მათი დაძლევის პირველი ნაბიჯი - მათი არსებობის აღიარება და იმის გაცნობიერებაა, რომ მათ თქვენს ცხოვრებაზე ძალაუფლება არ აქვთ.
ამ შეზღუდვების გასანეიტრალებლად, შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ჩვეული აზროვნების პროცესი. „მე ამის გაკეთება არ შემიძლია“-ს ნაცვლად, უთხარით საკუთარ თავს: „მე ვიპოვი გამოსავალს. აუცილებლად გავიგებ თუ როგორ შემიძლია ამის გაკეთება?“
ეს მიდგომა არა მხოლოდ შეცვლის თქვენს აღქმას, არამედ სამყაროსთვის მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომელიც აუცილებლად გიპასუხებთ.
შეგინიშნავთ, როგორ იწყებს ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეს ინფორმაცია როგორ ინტეგრირდება თქვენს რეალობაში და ყველგან იწყებს გამოჩენას?
ეს არის ყურადღების ეფექტი, რომელიც სამყაროს კანონზეა დაფუძნებული: თქვენ იზიდავთ იმას, რაზედაც ფოკუსირდებით.
ამიტომ, პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ მათ გადაჭრაზე.
შინაგან სამყაროსთან მუშაობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ხშირად, ჩვენი შიშები და ეჭვები წარსულიდან მომდინარეობს და ფესვგადგმულია ნეგატიურ გამოცდილებასა და რწმენებში, რომლებსაც ოდესღაც ჭეშმარიტებად ვიღებდით. ამ ფესვების გაცნობიერება გვეხმარება განვთავისუფლდეთ მათი გავლენისგან და მოვიპოვოთ თავდაჯერებულობა.
გახსოვდეთ: შიშები და ეჭვები გზის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ თქვენ წყვეტთ, ისინი მართავდნენ თქვენს ცხოვრებას ან თქვენ მათ.
გადადგით ნაბიჯი თქვენი ოცნებებისკენ და სამყარო დაგეხმარებათ“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: