
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ენერგიის და თავდაჯერებულობის ასამაღლებელ პრაქტიკას გვიზიარებს:
„შოკში იქნებით, აუცილებლად გააკეთეთ.
აიღეთ ცერა და ბეჭდის თითი, ისუნთქეთ მკერდით.
• საჩვენებელი + ცერა თითი: დაძინებამდე, მედიტაციის დროს.
• ბეჭდის თითი + ცერა თითი: დილით, შეხვედრის წინ, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე, როდესაც ენერგია და თავდაჯერებულობა გჭირდებათ.
სცადეთ, მაგრამ ნუ ეცდებით სუნთქვის კონტროლს, უბრალოდ შეაერთეთ თითები და უყურეთ, თქვენი სხეული კი თავად მოერგება. იმუშავა? რატომ?
თითები ძლიერი სენსორული ზონებია. ტვინი მათ პოზიციას ბრძანების სახით კითხულობს: „შეცვალეთ სუნთქვა“ და ავტომატურად აღადგენს მას. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გავლენა მოვახდინოთ ნერვულ სისტემაზე, განწყობასა და ენერგიის დონეზე.
გამოყენების წესი:
• საჩვენებელი + ცერა თითი: დაძინებამდე, მედიტაციის დროს, როდესაც ამოსუნთქვა და თავის შეკავება გჭირდებათ.
• ბეჭდის თითი + ცერა თითი: დილით, შეხვედრის წინ, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე, როდესაც ენერგია და თავდაჯერებულობა გჭირდებათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეორე რეპეტიცია...“ - ნუცა ბუზალაძე ქართულ ცეკვებს ითვისებს
⭕ „ბედნიერი 28 ჩვენ საბასთან ერთად...“ - მარიამ ელიაშვილი იუბილარია