მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა.
სასიხარულო ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.
„შიო. 22.12.2025“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ცნობისთვის, მოდელმა აშშ-ში იმშობიარა.
ნუკის რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ბენსა და ნუკის უფროსი შვილი, ოლივერი ჰყავთ. იგი საქართველოში დიდ დროს ატარებს და როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს.


ასევე დაგაინტერესებთ: