23-29 მარტის კვირა ხმაურიან საგაზაფხულო გზაჯვარედინს დაემსგავსება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა ბევრი მოულოდნელი ამბით იქნება სავსე.
ორშაბათი და სამშაბათი, კომუნიკაციის თვალსაზრისით, აქტიური იქნება, თუმცა ბევრისთვის ეს დღეები მოქნილობის გამოცდად გადაიქცევა - მოვლენები და ფიქრები ერთმანეთს სწრაფად ჩაენაცვლება.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: გეგმებს ნუ ჩაეჭიდებით, ინფორმაციულ ნაკადში ლავირება ისწავლეთ, რადგან იმპულსური ქმედებების რისკი საკმაოდ მაღალია. კვირის შუა პერიოდი (ოთხშაბათი) სიმშვიდისა და სახლში წესრიგის დამყარებისკენ მიგვითითებს. ძველი საქმეების დასასრულებლად და შინაგანი საყრდენის მოსაპოვებლად ეს საუკეთესო დროა. სამაგიეროდ, ხუთშაბათი ძალიან სასიამოვნო მოვლენებით გაგვახარებს. ამ პერიოდში ოპტიმიზმი და თვითშეფასება საგრძნობლად იმატებს. კვირის დასასრული, პარასკევიდან კვირამდე, ნამდვილ ემოციურ თეატრს მოაწყობს - აქ ყველაფერს შეხვდებით: ყურადღების მოპოვებისთვის ბრძოლას, დრამას და მოულოდნელ ცვლილებებს.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 23-29 მარტის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
გაბედული ნაბიჯებისა და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო დგება. ენერგიის მატება კარიერასა და ახალ პროექტებზე დადებითად აისახება. პირად ცხოვრებაში საინტერესო ნაცნობობა და სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. მთავარია, ზედმეტი სიმკაცრე არ გამოიჩინოთ და ახლობლებთან ურთიერთობისას ეთიკურობა შეინარჩუნოთ.
ასტროლოგების რჩევა: თავდაჯერებულად იმოქმედეთ, თუმცა დიპლომატიის მნიშვნელობა არ დაივიწყოთ.
კურო
თქვენს მთავარ საყრდენად სტაბილურობა და ჰარმონია გადაიქცევა. ამ კვირაში იდეების გენერატორი იქნებით, თუმცა მათ რეალიზაციას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა, რესურსების ნაკლებობა იგრძნოთ. ურთიერთობებში სითბოსა და ზრუნვის გამოჩენაა საჭირო, ხოლო პირადი ცხოვრების უცხო პირებთან განხილვას თავი აარიდეთ. ფინანსური საკითხები უფრო გააზრებულად მიდგომას მოითხოვს.
ასტროლოგების რჩევა: შეეცადეთ, მყუდრო და თქვენთვის კომფორტული გარემო შეიქმნათ - ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
კვირა შთაგონებასა და ახალ ნაცნობობას მოგიტანთ. კომუნიკაციის ენერგია პიკს მიაღწევს, რაც პროფესიული და მეგობრული კავშირების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები ძველ, დაუსრულებელ საქმეებთან მიბრუნებას გირჩევენ. შესაძლოა, მოკლე მოგზაურობამ ან გარემოს შეცვლამ თქვენი გრძნობები განაახლოს.
ასტროლოგების რჩევა: საკუთარ ინტუიციას ენდეთ და დიალოგისთვის მზად იყავით.
კირჩხიბი
თქვენი ემოციური მგრძნობელობა გაძლიერდება. შინაგანი ბალანსის შესანარჩუნებლად განმარტოებისთვის და სეირნობისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ. პარტნიორთან ურთიერთობისას სირბილე გამოიჩინეთ და ზედმეტ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მწვავე დისკუსიებს მოერიდეთ. კვირის ბოლოს სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზებია მოსალოდნელი.
ასტროლოგების რჩევა: საკუთარ შეგრძნებებს ენდეთ - ისინი ჰარმონიამდე მიგიყვანთ.
ლომი
თქვენი ქარიზმა განსაკუთრებულად გაბრწყინდება. პროექტებსა თუ სიყვარულში სიმამაცის გამოსავლენად ეს შესანიშნავი დროა. გულწრფელობა თქვენკენ საჭირო ადამიანებსა და შესაძლებლობებს მოიზიდავს. სიტუაციას სრულად გააკონტროლებთ, თუმცა წარმატებისთვის გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. კვირა დღე დასვენებას აუცილებლად დაუთმეთ.
ასტროლოგების რჩევა: საკუთარი ენერგია და შთაგონება გარშემომყოფებსაც გაუზიარეთ. მათი მხარდაჭერა კიდევ მეტად გაგაძლიერებთ.
ქალწული
მიზნების მიღწევაში წინდახედულობა და დეტალებისადმი ყურადღება დაგეხმარებათ. სამსახურში წარმატებას სიზუსტის წყალობით მიაღწევთ, პირად ცხოვრებაში კი - წვრილმანებზე ზრუნვით. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და საიდუმლოებებს არასაიმედო პირებს ნუ გაანდობთ. კვირის შუა პერიოდი პაემნებისა და რომანტიკისთვის ხელსაყრელია.
ასტროლოგების რჩევა: გახსოვდეთ, ყოველდღიური მცირე ნაბიჯები დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ.
სასწორი
ამ კვირაში ემოციური ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევას შეძლებთ. შემოქმედებისთვის, ახალი იდეებისა და ურთიერთობების გაძლიერებისთვის ეს პერიოდი ძალიან ხელსაყრელია. ოჯახური უთანხმოებები თქვენს დიპლომატიურ ჩარევას მოითხოვს. სამსახურებრივი ინიციატივა აუცილებლად დაფასდება, ამიტომ უპირატესობა ზრდის პერსპექტივას მიანიჭეთ.
ასტროლოგების რჩევა: სილამაზე წვრილმანებში დაინახეთ - ეს მიდგომა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
მორიელი
ეს პერიოდი შემოქმედებითი და ემოციური აღდგენისათვის საუკეთესოა. ბიზნესსა და პირად ურთიერთობებში თქვენი ინტუიცია და შინაგანი ძალა დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი ცვლილებები და დიდი აღმოჩენებია მოსალოდნელი. ფინანსურ საკითხებში, ადრე გაწეული ძალისხმევის წყალობით, შემოსავლებს უნდა ელოდოთ.
ასტროლოგების რჩევა: ახალი და შთამაგონებელი ეტაპის მისაღებად, წარსული, მოძველებული საქმეები დათმეთ.
მშვილდოსანი
ახალი შთაბეჭდილებებისა და ცოდნის დაგროვების დროა. მოგზაურობები და საინტერესო შეხვედრები ფართო ჰორიზონტებს გაგიხსნით. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული ყურადღება სახლს, ოჯახსა და სტაბილურობას დაუთმეთ. ბიზნესში, გაფართოების ნაცვლად, არსებულის განმტკიცება ჯობს. სიყვარულში გულწრფელობა ბევრი პრობლემის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
ასტროლოგების რჩევა: იმას მიჰყევით, რაც შთაგაგონებთ და აღგაფრთოვანებთ.
თხის რქა
შინაგანი სიმტკიცე სამსახურისა და პირადი ცხოვრების წარმატებით შეთავსებაში დაგეხმარებათ. ჰარმონიის მისაღწევად, ამ კვირაში პრიორიტეტების გადაფასება მნიშვნელოვანია. მსგავსი პერიოდი ბიზნესში პოზიციების გამაგრებისა და მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება.
ასტროლოგების რჩევა: ძალა და მოქნილობა გააერთიანეთ - ეს წარმატებისკენ მიმავალი გზაა.
მერწყული
თვითგამოხატვის თავისუფლება წინა პლანზე გამოდის. გაბედული იდეები და გულწრფელი საუბრები ყველა სფეროში წარმატებას მოგიტანთ. ბიზნესში ახალი შესაძლებლობები იხსნება, თუმცა მათი სწორად დაგეგმვა და რეალიზება აუცილებელია. რომანტიკულ სფეროში სწორი კომუნიკაცია საკვანძო როლს შეასრულებს - სიტყვებს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ასტროლოგების რჩევა: მიმდინარე კვირაში თქვენი უნიკალურობა და შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინეთ.
თევზები
ეს კვირა მნიშვნელოვანი თემების გააზრებაში დაგეხმარებათ. ინტუიცია საგრძნობლად მოიმატებს. შემოქმედება, მედიტაცია და პიროვნული ზრდა მოტივაციასა და ენერგიას გაგიზრდით. საქმეებში სიცხადეს იგრძნობთ და სამომავლო ხედვის მკაფიოდ ჩამოყალიბებას შეძლებთ.
ასტროლოგების რჩევა: თქვენს შინაგან ხმას ენდეთ - ის მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარხარ, პატრიარქო“ - ბიჭი ცნობილი ვიდეოდან პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა
⭕🎥 „მთელი გულით მიყვარს, ნეტა ცოცხალი იყოს...“ - მოქალაქე პატრიარქს ემშვიდობება
წყარო: www.beaumonde.ge