Digest Logo

🎥 „სიფრთხილე ფინანსური კუთხით, არა ვალდებულება, სესხი, გასესხება...“ - რა უნდა ვიცოდეთ 3 მარტის „მთვარის დაბნელებაზე“ ნინა სუსლოვას ასტროპროგნოზი

1772458197
ნინა სუსლოვა

2026 წლის 3 მარტს, თბილისის დროით დღის 15:33 საათზე, ჩვენ არა მხოლოდ სავსემთვარეობას, არამედ მთვარის დაბნელებასაც ვიხილავთ, იშვიათ ეგრეთ წოდებულ „სისხლიან მთვარეს“.

ასეთი მოვლენები მხოლოდ ემოციებს კი არ ამძაფრებს, არამედ ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც ცვლის. ეს არის დასრულების, წარსულის გაშვებისა და ახალი ფურცლის დაწყების დრო.

მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე გადაცემაში „დღის პოსტი“  ნუმეროლოგი, ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა საუბრობს:

„ხვალ იქნება მთვარის დაბნელება, რაც დახურავს ციკლს, თუმცა ეს ენერგია რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ენერგია მაინც იქნება. ვიმყოფებით რეტროგრადული მერკურის პერიოდში, რაც 20 მარტამდე გაგრძელდება. 

დაიწყო მზის დაბნელება ახალ წელს და დამთავრდება ხვალ, მთვარის დაბნელებით. ყველაფერი ერთდროულად არის. ცოტა რთული პერიოდია, თუმცა არსებობს კარგი მხარე, რაც შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. 

ფინანსებისთვის ნაკლებად აქტიური პერიოდია. ზოგადი ტენდენციის მიხედვით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს: სიფრთხილე ფინანსური კუთხით, არა ვალდებულება, არა სესხი, გასესხება, ახალი, მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება.

კარგია მინიმალური რაღაცების ჩახურვა, დასრულება, მოწესრიგება, დალაგება. მეტი რაციონალურობა და ნაკლები ილუზია“, - ამბობს ნინა სუსლოვა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაგროვილი პროცესები აღწევს კულმინაციას, კრიტიკულ ზღვარს და საჭირო ხდება ძველი ფორმების დასრულება“ - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

„მოაწყვე რომანტიკული შეხვედრები, იზრუნე საკუთარ თავზე“ - თაკო მელიქიშვილი 2 მარტის ენერგიებზე

„დავკარგეთ ღირსეული კოლეგა, საიმედო მეგობარი და ადამიანი“ - გარდაიცვალა ექიმი გოჩა შავგულიძე