Digest Logo

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, არ არის სასურველი გარისკვა“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1730789961
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი მარსია, ეს დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, გამოიყენეთ ეს დღე თქვენი მიზნებისთვის. გარდა ამისა სასურველია იყოთ გულახდილები და თუ მოგეცემათ საშუალება გადით ბუნებაში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇 

ვერძი -  დაგჭირდებათ იმპროვიზაცია, შესაძლოა მიზნების მისაღწევად ჩვეული მეთოდები არ იყოს მოგებიანი, ამიტომ გჭირდებათ ახალი ხედვა და მიდგომა. გამოიჩინეთ ინიციატივა და გამოიჩინეთ მეტი სითბო. 

კურო - მშვენიერი დღეა კარიერული წინსვლისთვის, შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი ნაბიჯი გადადგათ წარმატებისთვის. შესაძლოა სამსახური შეიცვალოს. 

ტყუპები - საკმაოდ დატვირთული დღე გექნებათ. გასაკეთებელი გექნებათ ბევრი საქმე, რისთვისაც ბევრი ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით პროდუქტიულები, მაქსიმალურად გამოიყენეთ დღე მიზნებისა და გეგმებისთვის. 

კირჩხიბი - სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან მიმართებაში. არ არის სასურველი გარისკვა, სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, დადებითი დღე გელოდებათ. გაგიმარტივდებათ გამოასწოროთ კონფლიქტები. არ გარისკოთ, მთავარი ესაა.

ლომი - მნიშვნელოვანი დღეა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. სხვები მოგმართავენ დახმარების თხოვნით, ამიტომ პირველ ადგილზე დააყენეთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხები.

ქალწული - ეს დღე მოულოდნელობებით იქნება სავსე, ალბათობაა გეგმების  შეცვლის. ეცადეთ გამონახოთ სხვანაირი მიდგომები. 

სასწორი - იმოქმედეთ თავდაჯერებულად, წინ თქვენი მიზნებისკენ. მარტივად შეძლებთ სირთულეებზე თავის გართმევას, რაც არ უნდა იყოს. 

მორიელი - ქაოსური დღე გელოდებათ. გინდათ გეგმის მიხედვით იმოქმედოთ, მაგრამ არ გამოგდით, ხელი გეშლებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შეცდომები არ დაუშვათ, თუ ხვდებით, რომ რაღაც გამოგეპარათ, სწრაფად გამოასწორეთ. 

მშვილდოსანი - თამამად და უხეშად იქცევით დღეს, რითაც შესაძლოა სხვებს აწყენინოთ. გამოიჩინეთ დელიკატურობა და ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს 

თხის რქა -  სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, არ არის სასურველი საყიდლები და შენაძენები. აღადგენთ ძველ ურთიერთობებს და გამოასწორებთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს.

მერწყული - რთული დღე გექნებათ იმის გამო, რომ თავად იქმნით პრობლემებს. ეცადეთ, მარტივად შეხედოთ ყველაფერს და გამოსავალს აუცილებლად დაინახავთ. 

თევზები - საკმაოდ წარმატებული დღე გაქვთ როგორც კარიერაში, ისე პირადში. თქვენი იდეების და გეგმების რეალიზაციისთვის კარგი დღე იქნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 5 ნოემბერს წითურების დღეს აღნიშნავენ - საინტერესო ფაქტები ჟღალ ადამიანებზე

🎥 „იყო ღვთაება, ოპტიმიზმის საბადო, სიყვარულის არნახული ენერგიის მატარებელი“ - უცნობი ფაქტები და მოგონებები დედაზე, რაც მიხეილ ცაგარელს დღემდე თან სდევს

ლაშა ქაშიბაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა