5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.
„გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარეგნობა უნდა შეიყვარონ, პატივი სცენ საკუთარ მოცემულობას.
ჟღალი ადამიანების შესახებ არსებობს საინტერესო ფაქტები - რასაც გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ წარმოგვიდგენს.
- წითური თმა მსოფლიო მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებ ადამიანს აქვს. მათგან 13% შოტლანდიაში, 10% კი ირლანდიაში ცხოვრობს.
- ყველაზე იშვიათი კომბინაციაა წითელი თმა და ცისფერი თვალებია.
- წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, რასაც MC1R გენი განსაზღვრავს
- წითურების უმეტესობა ცაციაა
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ქაშიბაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
🎥 როგორ შევანელოთ ორგანიზმის დაბერების პროცესი ე.წ. „გაწელვებით”? - სპეციალისტის რჩევები