გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი რუბრიკის „დედას” სტუმარი ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო, სადაც მან დედაზე აქამდე უცნობი მოგონებები გაიხსენა. ემოციურ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედა-შვილს ერთმანეთთან.
როგორც მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, დედა მას ყოველთვის გვერდში ედგა.
„დედა იყო ყველაფერი, ღვთაება, ოპტიმიზმის საბადო, სიყვარულის არნახული ენერგიის მატარებელი. ძალიან თბილი ადამიანი, ემოციური, მგრძნობიარე. იყო ექიმი, სპეციალობაც ჰქონდა ძალიან ჰუმანური. მან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში.
ყოველთვის გვერდით მედგა, მამაჩემს გაუჭირდა ასტროლოგიასთან შეგუება, ამბობდა რა ფუტურისტული რაღაც არისო. დედაჩემმა პირიქით, გვერდზე დამიდგა, მხარს მიჭერდა. იყო შემთხვევები, როცა ფინანსურად უჭირდა ოჯახს და მე როგორც კურო ვითვლიდი საიდან უნდა შემოსულიყო თანხა.
სულ მასწავლიდა, უნდა იფიქრო კარგზე, შევუძახებდი თავს და ყველაფერი კარგად იყო. შემეძლო მისთვის გამენდო საიდუმლო და მიმეღო ძალიან საჭირო პასუხები.
ერთმანეთს კარგა ხანს ვეფერებოდით, ფიზიკური კუთხით სულ ვეხუტებოდით ერთმანეთს “, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ქაშიბაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
🎥 როგორ შევანელოთ ორგანიზმის დაბერების პროცესი ე.წ. „გაწელვებით”? - სპეციალისტის რჩევები