
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ორი კვირის პროგნოზს აქვეყნებს და ზოდიაქოს თითოეული ნიშანს აფრთხილებს.
„ამ პერიოდში მნიშვნელოვანი წავიდეთ კომპრომისებზე, ითხოვს უპირობო სიყვარულს და სულიერ განვითარებას. 25 აპრილამდე პერიოდი იქნება რთული. უმჯობესია, სადაც სულიერად კარგად გრძნობთ თავს იქ იყოთ. ახალი საქმეების დაწყება და საბუთებთან ურთიერთობა ამ თვის ბოლომდე არ არის რეკომენდებული.
13 აპრილს კი გვაქვს სავსემთვარეობა, საქართველოს დროით გამთენისს 5:22 წთ-ზე.
29 მარტიდან - 13 აპრილამდე, რაც გააკეთეთ ამის ამოხეთქვა იქნება, განსაკუთრებით კი პარტნიორულ ურთიერთობაში, ზოგადად ეს დღე დაძაბულია და გაითვალისწინეთ, ისაუბრეთ იმაზე რაც გაწუხებთ.
პერიოდი არის დეპრესიული, ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეგზისტენციური კრიზისი, ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და ყველაფერი წყალში ვარდება“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშანს მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
მომავალი 2 კვირა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქმიანი კუთხით, დაუხრული და დაფარული თემები შეიძლება წამოვიდეს წინ, რომელიც ფსიქოლოგიურად არ იქნება მარტივი მისაღები. ოჯახური ურთიერთობები იქნება დაძაბული განსაკუთრებით 12, 13 და 14 აპრილი და ეცადეთ არ მოაგროვოთ ნეგატივი და ისაუბროთ სავსემთავრემდე.
შეიძლება ახლებული გზით შეძლოთ ფინანსების გამომუშავება. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმე მათთან ერთად.
♉ კურო
მომავალი 2 კვირის მანძილზე მეგობრებთან ურთიერთობები არის მთავარი გამომწვევები, შეიძლება იყოს გადაადგილებები, ძველი ნაცნობების დაბრუნება და სიახლეები. შვილებთან ურთიერთობის მხრივ არის კრიზისული პერიოდი. ფინანსური თვალსაზრისით იქნება ძვრები და შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგიები.
♊ ტყუპები
ჰარმონიული პერიოდია ფინანსურად, პიროვნული თვალსაზრისით კი შეიძლება გქონდეთ დაუფასებლობის პრობლემა. პასუხისმგებლობები რაც გაკისრიათ ოჯახთან, შვილებთან, მშობლებთან მოგიწევთ ამის შესრულება მაქსიმალურად.
მოერიდეთ კონფლიქტს სასიყვარულო ურთიერთობებში.
♋ კირჩხიბი
კარგი პერიოდია სწავლის დაწყებისთვის და საკუთარი თავის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში პიროვნული ზრდისთვის და კარიერული წინსვლისთვის, რაც გააკეთეთ დაგიფასდებათ ამ თვის ბოლოდან, მიიღებთ შედეგს.
სირთულეები რაც გქონდათ დასასრულს მიუახლოვდა. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, აკონტროლეთ აგრესია და იმუშავეთ საკუთარ თავზე. ფინანსურად კარგი პერიოდია. უმჯობესია დრო თქვენთვის სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
♌ ლომი
ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და ჯანმრთელობას, არ არის კარგი დიდი ფინანსური ხარჯები. ვინც 25 ივლისის ჩათვლით ხართ დაბადებული პარტნიორულ და ოჯახურ ურთიერთობაში გექნებათ სირთულეები. თუ ენერგია არ გექნებათ და სუსტად იგრძნობთ თავს უმჯობესია დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აყვეთ აგრესიას.
♏ ქალწული
მიიღეთ კონკრეტული არჩევანი რა გინდათ და რა მოგწონთ, ეს არჩევანი განსაზღვრავს შემდეგ 2 წელს.
კარგი იქნება ურთიერთობებს პარტნიორის მხრიდანაც შეხედოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ფინანსურ ხარჯებს, არ არის კარგი დიდი შენაძენები, ასევე არის ალბათობა თაღლითობის. კარგი იქნება ქველმოქმედება.
♎ სასწორი
საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ, გამოწვევებით აღსავსე. გაქვთ სამსახურში ფარული სიტუაციების გამოაშკარავების ალბათობა, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ მზად ფსიქოლოგიურად. მომავალი 2 კვირა ასევე გამომწვევებით არის სავსე პარტნიორულ ურთიერთობებშიც.
გაქვთ შანსი დაიწყოთ ახალი სამსახური, ან არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ. არ ღირს სიჩქარე დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
♏ მორიელი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ თავიდან აირიდოთ ნეგატიური ფიქრები. ასევე შავი მთვარე მორიელის ნიშანში გამოიწვევს ენტერო ვირუსებს ზაფხულში, მოერიდეთ ბინძურ ადგილებს. შეიძლება დაბრუნდეს ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ადრე იყო. მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. არის ალბათობა, რომ შეიცვალოთ საცხოვრებელი სახლი, ან გადაწყვიტოთ ქორწინება.
რაც შეეხება ფინანსებს აქ თვის ბოლომდე რჩება სირთულეები, თუმცა შემდეგ იგრძნობთ ამ ცვლილებას და დაიწყება ჰარმონიული პერიოდი.
♐ მშვილდოსანი
სამსახურეობრივი და ფინანსური თვალსაზრისით მომავალი 2 კვირის მანძილზე იქნება ცვლილებები და მიხვდებით, რომ შრომას ჰქონდა აზრი.
იწყება ახალი ეტაპი, შეიძლება გაიცნოთ საყვარელი ადამიანი, ან იქორწინოთ. ჰარმონიული პერიოდი გაქვთ და ახლა რასაც გააკეთებთ, გრძელვადიან პერიოდში იქნება წარმატებული, არ ჩაიქნიოთ ხელი.
იქნება გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ არ არის შემოსავლის პრობლემა.
♑ თხის რქა
ოჯახური და კარიერული თვალსაზრისით არის გამოწვევები, ეცადეთ მაქსიმალურად იყოთ ენერგიულები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
შემოსავლის მატება შეიძლება იყოს და შეძლოთ მეტის გამომუშავება. ნათესავებთან და ოჯახთან ურთიერთობა წამოსწიეთ წინ, ეს მნიშვნელოვანია.
♒ მერწყული
შეიძლება მიიღოთ ახალი გამოცდილება, ან იმოგზაუროთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები. მთავრდება სირთულეები, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსებს და ჯანმრთელობას.
მომავალი 2 კვირის მანძილზე არის ფინანსური სიმძიმე, მაგრამ ეს სიმძიმეც ემსახურება იმას, რომ მოიფიქროთ რაღაც ახალი და ისე სცადოთ ფინანსების გამომუშავება. სასიყვარულო ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი, ეს ეტაპი არის წარმატებული და გაძლიერებული.
♓ თევზები
ეს პერიოდი გქონდათ პიროვნული კრიზისი, ვერ იგდებდით რა გინდოდათ რომელიც დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული, და შეძელით ერთის მხრივ კარმული ვალის შესრულებაც.
რისი გაკეთებაც სექტემბრიდან დღემდე მოგიწიათ ეს საქმე უნდა აკეთოთ, ამ შემთხვევაში დასრულებაა სირთულეები, ეცადეთ არ გააპროტესტოთ.
ეცადეთ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, სამყარო გცდით და ხედავს რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. შეიძლება მიიღოთ ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება, მაგრამ არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და არ შეხვიდეთ კონფლიქტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წითელა დაბრუნდა, ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ შემთხვევების მატებას...“ - რას წერს მაია ბუწაშვილი