
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.
ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს მეგობრობაზე, ადამიანებზე და საკუთარ თავზე.
„უცებ ერთი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს.
რა განსხვავებაა 16 წლის გივიკოს და 35 წლის გივის შორის-მეთქი? თურმე დიდი არც არაფერი.
ისევ ისე მიყვარს მუსიკა, მულტფილმები, ისევ ისე მიყვარს ფილმები, კითხვა და ცხოველები. ისევ ის ხასიათი მაქვს და ხან ძალიან პატარა რაღაც მწყინს, ხან კი ისევ თვალს ვხუჭავ და გასასამართლებელ მიზეზს ვეძებ. შეიცვალა ის რომ სულ სხვა გზა ავირჩიე ცხოვრებაში და სულ სხვაგან დავიწყე სვლა. ვისწავლე ბევრი რამ გამოცდილებაც დამიგროვდა ადამიანებთან ურთიერთობის. უკვე ყველა კატეგორიის ადამიანს შევხვდი. აღარ მაოცებს ადამიანების უემოციობა, ადამიანების ირონია, მათი დაუმსახურებელი დაცინვა ქილიკი.
განა ჩემი პროტესტი მათ სამყაროს შეცვლის?!
„წარმოიდგინეთ გატეხილი ჭიქა შეაწებეთ, შეწებებული ადგილი კი უხეში დარჩა, შეიძლება ხელიც კი გაგიჭრათ თუ ფრთხილად არ იქნებით“ ასეა ადამიანიც, მიზეზის გარეშე ის კბენას გააგრძელებს. ეს მისი ბუნებაა და ამიტომ.
ურთიერთობები ფორმალური გადავაგდე. მეგობრობაც მივაყოლე უმარილო და უგემური.
ხშირად არ აინტერესებთ შენი შინაგანი განწყობა. შენ მათზე დაბლა უნდა იყო. მერე რა თუ რაღაც შეიძლება მათზე უკეთ იცი. ვიღაც მკითხავს დეპრესია ?! დაიღალე ?!
პ.ს არა ცხოვრებით არ დავღლილ ვარ. პირიქით, მე ის მიყვარს და მადლობა ღმერთს რომ სწორად გავიზარდე“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავი“ - ნინო ჩხეიძე თელავიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს