
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს სხვადასხვა საჭირო თემაზე და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს, ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე ვირუსული დაავადების წითელას შესახებ წერს.
„წითელა დაბრუნდა“, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.
ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.
წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).
ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას. შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.
ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით“, - წერს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: