ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ეზოტერულ და ეგზოთერულ პრაქტიკებში სიტყვის ენერგეტიკულ ძალაზე წერს და აღნიშნავს, რომ ვერბალური მაგიის მოქმედებაზე ტექსტთან ერთად ხმის ტემბრი, ინტონაცია და გამეორების რიცხვიც მოქმედებს.
მისი განმარტებით, შელოცვებს, დამუხტვას, აფირმაციებს, ლოცვებსა და ფსალმუნებთან ერთად, განსაკუთრებულ როლს მანტრები ასრულებენ - ბგერითი ვიბრაციები, რომლებიც ცნობიერებასა და შინაგან რესურსებზე ზემოქმედებენ და ვერბალური იმპულსის მატერიალიზაციას უწყობენ ხელს.
„ დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანეს სახარება. თავი პირველი) 🌞 ვერბალური მაგია (verbus - ლათ. სიტყვა) ანუ საუბარია სიტყვის ჯადოსნურ ძალაზე, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეზოთერულ თუ ეგზოთერულ პრაქტიკებში, (თუმცა ამასთან ერთად გასათვალისწინებელია წარმოთქმის დროს ხმის ტემბრი, ინტონაცია, გამეორების რიცხვი და სხვა. )
როგორიცაა: 🎼 შელოცვა/გამოლოცვა (ფილმში მაინც გინახავთ ალბათ, მოხუცებული ბებიები, უცნაურად რომ ბუტბუტებენ. მაგ: თვალის ან ნეგატიური გავლენისგან რომ გაათავისუფლონ ადამიანი).
🎼დამუხტვა (ამ თემაზე, იუთუბზეც არაერთი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ მუხტავენ პოზიტიური სიტყვებით წყალს და სხვა ნივთიერებებს.)
🎼 აფირმაცია (აფირმაციის ძალა კარგადაა ცნობილი ფსიქოლოგიებისთვის და უამრავი ადამიანისთვის, ვინც პოზიტიურ ფსიქოლოგიას იყენებს, ეს არის მოკლე ფრაზები, რომელიც შეიცავს ვერბალურ ფორმულებს, ისინი ხშირად გამეორებისას გავლენას ახდენენ ადამიანის ქვეცნობიერზე.
🎼 ვერბალურ მაგიას ეკუთვნის ასევე ლოცვა საგალობლები, ფსალმუნები და სხვა. სხვათა შორის ფსალმუნებს კონკრეტული ფუნქციაც აქვს, მაგ: არის ფსალმუნები, რომელიც ენერგეტიკულ ფარს ქმნიან, ზოგიერთი ფსალმუნი საქმეში წარმატებისთვის გეხმარებათ, ზოგიერთი კი თქვენს გარემოში სიყვარულისა და ჰარმონიის დამკვიდრებაში გეხმარებათ.
🎼 მანტრა (საგალობელი) მანტრა ეს ფსიქიკის გავლით ტრანსფორმაციის საშუალებაა (ვერბალურიდან მატერიალიზაციამდე). ეს სისტემა აქტიურად გამოიყენება ინდუიზმსა და ბუდიზმში. მანტრა არის ბგერათა თანწყობა, რომელსაც აქვს გარკვეული ძალა;
ბგერითი ვიბრაცია, რომელიც გონებას დესტრუქციული პროგრამებისგან წმენდს. ადამიანის მიერ წარმოთქმულ ბგერებს მუსიკაზე არანაკლები მოქმედების ძალა აქვს, ეს მუდმივ ძრავას ჰგავს, ადამიანი თვითონ ქმნის და მოიხმარს ენერგიას. მანტრის ძალა არის არა ფორმა, სიმბოლო, არამედ ვიბრაცია, ხმა.
ძველად მანტრას სამყაროს ენერგიებთან საკომუნიკაცია „უნივერსალურ ენად“ თვლიდნენ. ნეიროფსიქოლოგებმა კარგა ხანია ამოხსნეს მანტრების მოქმედების საიდუმლო, ყოველი ბგერა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის სხვადასხვა უჯრედზე, მანტრების გამეორება თავის ტვინის რიტმის ამპლიტუდას ცვლის, რომელიც სტიმულს აძლევს ჩვენს შიდა რესურსებსა და აიძულებს გამომჟღავნებას, გახსნას. მანტრაში მთავარია ბგერათა ზუსტი შერწყმა და არა მათი შინაარსი.
ამიტომ ისინი არ ითარგმნება. მანტრები დაწერილია სანსკრიტზე, ძირითადად მათში ღვთაებათა სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც წარმატებას განაგებენ სხვადასხვა სფეროებში. „ღვთაებაში“ აქ მოიაზრება განსაზღვრული ენერგიის სახე, რომელიც წარმოადგენს ერთიანი ღმერთის რომელიღაც ძალას, ამიტომ მანტრების წარმოთქმისას ჩვენ მოვდივართ რეზონანსში სამყაროს გარკვეულ ძალებთან. მანტრებს იყენებენ მედიტაციისთვის, ენერგო-ინფორმაციული ველის დაცვისთვის, განკურნებისთვის და სხვა“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა