ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 3 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:
„3 დეკემბერი - სიყვარულის, სილამაზის და წარმატების დღე.
დღეს საერთო დღე იმართება 6-ის ენერგიით.
სიყვარული და ბედნიერება მაქსიმალურად აქტიურია!
რა არის რეკომენდებული:
გიყვარდეთ, ქმნიდეთ, იგრძნოთ;
იმოქმედეთ სიყვარულით და სიამოვნებით;
ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებებს, განახორციელეთ დიდი შესყიდვები, იქორწინეთ;
დაიწყეთ მასშტაბური პროექტები, გაავსეთ სივრცე სილამაზითა და სიუხვით;
მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრები, შექმენით, იზრუნეთ საკუთარ თავზე;
ეწვიეთ სპას, სილამაზის სალონს, დახვეწილ რესტორანს.
რისგან უნდა შეიკავოთ თავი:
სიზარმაცისა და ზედმეტი კომფორტისგან;
შურისძიების სურვილისგან — აკონტროლეთ ემოციები;
კამათისა და კონფლიქტებისგან;
გადაჭარბებისგან — ზომიერება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს.
ასევე დღეს ოთხშაბათია და ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანია 5, 14 და 23 რიცხვში დაბადებულთათვის
(თქვენი ფერები: მწვანე და ლურჯი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: