Digest Logo

„...ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე

1750942500
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკის“ 25 ივნისის ნომერში, რუბრიკა „ეტაპის“ კითხვებს პასუხობს. მომღერალი ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტიდან წასვლაზე, ოჯახსა და კარიერაზე.

ამავე ინტერვიუში მომღერალი მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან 20-წლიან თანაცხოვრებასაც აფასებს.

„ხათუნა ყოველთვის მხარს მიმაგრებს... ჩვენი ოჯახი უკვე 20 წლისაა. ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს ურთიერთობას, თუნდაც, როდესაც პოლიტიკაში წავედი, მაშინაც ბევრ სისულელეს წერდნენ, რომ ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე.

მადლობელი ვარ იმის, რომ მყავს ასეთი ოჯახი და ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ, ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.

ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც, მაგრამ ყველაფერი გავიარეთ და დღემდე მოვედით“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან დამაზიანა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა...“ - გიორგი ცაგარელი სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე ალაპარაკდა

⭕„შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს...“ - 26 ივნისის ასტროპროგნოზი

🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები

წყარო: fortuna.ge