Digest Logo

როგორია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

1795415721
გუგა ქაშიბაძე

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

კვლავ რთულია 31 წლის კაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა საყურადღებოა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ ეტაპზე ვახერხებთ. მას სხეულის 83% აქვს დაზიანებული. მდგომარეობა და დიაგნოზი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

11 და 3 წლის არასრულწლოვნები კი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობენ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დინამიკაში გაუმჯობესებული პარამეტრების მიუხედავად, ექიმები უწყვეტ მონიტორინგსა და საჭირო მკურნალობას განაგრძობენ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. 

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს!“ - ლაშა ბექაური

⭕გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

⭕„ნუ აჰყვებით სხვის პრობლემებს, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დატკბით სიჩუმით“ - თაკო მელიქიშვილი 23 ნოემბრის ენერგიებზე

✕