„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც უფრო მეტი დრო გავა თავს უფრო უკეთ ვიგრძნობთ. ურთიერთობები, იდეების რეალიზაცია, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებები უფრო სასიკეთო ელფერს მიიღებს.
გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. პროფილაქტიკა ყავით ან წამლით.
ოთხშაბათს ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) 18 იანვრამდე გადადის თხის რქაში. სიყვარული იქნება უფრო მაღალი პასუხისმგებლობით, სერიოზული, პრაგმატული, ყველას ექნება სურვილი დაამტკიცოს სიყვარული საქმით.
დღეს კარგი დღეა ბინის ყიდვა/გაყიდვისთვის, სარემონტო/სამღებრო სამუშაოებისთვის, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.
ხვალ და ზეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ დედებს, ყურადღება მიაქციეთ მათ რჩევებს. კუროს, თხის რქას, ლომს უსუსტდება ნერვული სისტემა, ამიტომ კარგად გამოიძინეთ.
ხუთშაბათს და პარასკევს მოვერიდოთ ზედმეტ ალკოჰოლს, ნარკოტიკულ ნაერთებს, ფსიქოტროპულ პრეპარატებს. რეაქცია გექნებათ არაადეკვატური.
შაბათ-კვირას მოერიდეთ კამათს. ის გადავა აგრესიაში. არანაირი ჯირითი საჭესთან“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას კვირის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს მიმდინარე კვირაში, ასე გამოიყურება:
ვერძი - ენერგიულია, აქტიურია, ინიციატივიანია, კომუნიკაბელურია. გშორდებათ შემაფერხებელი ფაქტორები, შესაძლებლობები მოგემატებათ. პროფესიონალური წინსვლის, განვითარების, ამაღლების პერიოდი გაქვთ. რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელებთან, მით უფრო შეგეწყობათ ხელი.
კურო - ნელ-ნელა გამოცოცხლდება, ენერგოტონუსი მოგემატებათ. ნაკლებად დაიღლებით, ინფექციური დაავადებებისგან გათავისუფლდებით. გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ წავა. იანვარში უკეთ იქნებით. საუკეთესო დრო გაქვთ მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ახალ წელს უცხოეთში შეგიძლიათ შეხვდეთ.
ტყუპები - ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურები, ენერგიულები ხართ. მარწუხები გეხსნებათ. კოსმოსს თავისი მოთხოვნები აქვს თქვენდამი - ენაზე კბილის დაჭერა! არ ამოიღოთ ხმა, ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე გათქვით. სხვა თემებზე ისაუბრეთ და არა პირადზე.
კირჩხიბი - გამოცოცხლების დრო იწყება, იგრძნობთ ენერგოტონუსის მომატებას, ჯანზე მოხვალთ. უკმაყოფილებები გაქრება, კეთილშობილური ელემენტებით გაღვივდება ყველაფერი. საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად, ასევე პარტნიორული ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობისთვის. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა!
ლომი - გამოცოცხლდებით, ნაკლებად ეგოისტური და პრეტენზიული გახდებით. კონფლიქტების ჩაქრობის დროა, ვალდებულებებს შეასრულებთ. ჯანმრთელობის პრობლემებსაც მოაგვარებთ.
ქალწული - სიყვარულის პერიოდი, დრო. ქორწინება, ახალი პარტნიორული ურთიერთობა, ძველი ურთიერთობების ამაღლება, შვილებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია, ლატარიებში და კონკურსებში მონაწილეობა ძალიან წარმატებული იქნება.
სასწორი - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ! ახლა სამშობლოა თქვენი წარმატების ადგილი, ამიტომ მეტი კონტაქტები სამშობლოსთან, მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტა შეგიძლიათ.
მორიელი - აშკარად დაიწყებთ გამოცოცხლებას, ენერგოტონუსი მოგემატებათ, ინტუიცია გაიზრდება, ეს არის კომუნიკაციის დრო. რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, მოლაპარაკებები, შეხვედრები, ხელშეკრულებები, მგზავრობა-მოგზაურობა, საუკეთესო დროა!
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მაღალია, შესაძლებლობები ძალიან კარგი გაქვთ. საკამათო საკითხებს გადაწყვეტთ. აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, კარგი ლიდერული თვისებებს გამოავლენთ. ძველი საქმისგან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს, აღმოჩნდებით ბონუსების, პრემიების წინაშე.
თხის რქა - აი, ვის ეშველა. დაბადების წინა პერიოდი გქონდათ. ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ განწყობა, ფარული მტრები მიიძინებენ. ვენერაც თქვენს ზოდიაქოშია, მზეც და მარსიც. უახლოესი 1 თვე გაქვთ საუკეთესო! ყველა სფეროში ხართ ერთ-ერთი მთავარი, წარმატებული მოქმედი პირი.
მერწყული - ჯერჯერობით კარგი პერიოდი გაქვთ, ამიტომ გამოიყენეთ! ენას კბილი დააჭირეთ და დაიცავით საიდუმლო. რწმენის სფეროში დიდი ცვლილებები გელოდებათ, შეიძლება ახალი მოძღვარი ან რწმენა შეიცვალოთ. შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ კარგი, ამიტომ გამოიყენეთ!
თევზები - აშკარად გამოცოცხლდებიან, იმუნიტეტი მოემატებათ და ინტუიცია მდგრადი გახდება. საუკეთესო დროა რეფორმებისთვის, ახალი იდეა, პროექტები, ურთიერთობები, ინტერნეტთან კონტაქტით გაიცნობთ ახალ ადამიანებს, შეიცვალეთ სტილი, ვარცხნილობა.
ასევე დაგაინტერესებთ: