Digest Logo

„სიყვარულისა და ესთეტიკის ენერგია ახლა უსასრულო გრძნობების ოკეანეში იძირება...“ - ქეთევან ჯანდიერი ვენერას თევზების ნიშანში გადასვლაზე

1770895357
ქეთევან ჯანდიერი

ფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი, ტაროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ვენერას თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე წერს:

„ალბათ იცით რომ, ვენერა გადავიდა თევზების ნიშანში.

სიყვარულისა და ესთეტიკის ენერგია ახლა უსასრულო გრძნობების ოკეანეში იძირება. იმ გრძნობებში, რომლებიც ლოგიკას არ ეძებს. როგორც მსუბუქი ტალღა, რომელიც ყველაზე პრაგმატულ გულშიც კი აღწევს და ჩუმად აღვიძებს დავიწყებულ სითბოს.

რა ძლიერდება გრძნობებში: სურვილი ვიყოთ „ჩვენიანებთან“ — მათთან, ვისი სული ჩვენს სულს ეხმიანება. ვისთანაც შეიძლება უბრალოდ დუმილი და მაინც სრულყოფილი ურთიერთგაგებაა. ეს არის მარადიული ძიება მშობლიური სულისა, კარმული ამოცნობის უხმო სიხარული.

ემპათია ღრმავდება ისე, რომ სხვისი სიხარული და ტკივილი საკუთარად იგრძნობა. ტიბეტური სიბრძნე გვახსენებს:

„თანაგრძნობა უნდა იყოს როგორც ლოტოსი წყალში — წყალში დგას, მაგრამ არ იძირება.“

მთავარია, არ დავიკარგოთ სხვის განცდებში და შევინარჩუნოთ შინაგანი ნათელი.

რომანტიზმი ზღვარს სცდება, ხოლო რეალობა შეიძლება ზედმეტად მკაცრი და უფერული ჩანდეს. ჩნდება სურვილი განვერიდოთ ხმაურს, დავბრუნდეთ სიზმარში, მედიტაციაში, ან სულის მშვიდ ნავსაყუდელში. ეს არა გაქცევა, არამედ სულის დროებითი განმარტოებაა, რათა კვლავ სუფთად დაინახოს გზა.

ინტუიცია ძლიერდება. ახლა სიტყვებზე მეტად გულის ჩუმი პასუხი უნდა მოვისმინოთ. აღმოსავლური სწავლება ამბობს: „ნამდვილი ცოდნა ჩნდება მაშინ, როცა გონება ჩუმდება და გული ლაპარაკობს.“ სწორედ გული ხდება ამ დღეებში ყველაზე ზუსტი მეგზური.

მნიშვნელოვანია, არ ვცადოთ სიყვარულის ჩასმა წესებში, გრაფიკებსა და ვალდებულებებში. იყავით ბუნებრივი, იყავით ცოცხალი და ისწავლეთ მომენტში დნობა! რადგან სწორედ დნობაში იბადება ჭეშმარიტი კავშირი.

რაც შეეხება, ესთეტიკასა და სტილს, ვენერა თევზებში გვიწვევს, რომ დავივიწყოთ ზედმეტი სიმკაცრე და სრულყოფილების მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ. სილამაზე ხდება მოქნილი, მრავალშრიანი, ბუნებრივი და ნაზი.

ფერებში აქტუალურია: ზღვის ტალღის ფერები, ატმის ყვავილის ფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, ღვინისფერი, თეთრი ოქროსთან ერთად, როგორც განთიადის სუნთქვა წყლის ზედაპირზე.

ქსოვილები, რომლებიც მოძრაობენ და სუნთქავენ და სხეულზე „ჯდებიან” როგორც წყლის შეხება. (მსუბუქად, ნაზად)
დეტალებში მსუბუქი „უწესრიგობა“, რომელიც ცოცხალ სილამაზეს ქმნის და არა ხელოვნურ სრულყოფას.
ტენიანი მაკიაჟი და სურნელები, რომლებიც წვიმას, ნისლს ან უსასრულო ოკეანეს გვახსენებს. ანუ, სურნელი, რომელიც არა სხეულზე, არამედ „სულზე რჩება”.

მთავარია, იხელმძღვანელეთ არა ტრენდებით, არამედ შინაგანი შეგრძნებით. ჩაიცვით ისე, როგორც გრძნობთ, და არა ისე, როგორც გარე სამყარო გკარნახობთ.

ტიბეტური ტრადიცია გვასწავლის:

„როცა ადამიანი საკუთარ ბუნებას უბრუნდება, ყოველი მისი ნაბიჯი უკვე ლოცვაა“.

ეს ვენერა, აერთიანებს გარეგნულ ბრწყინვალებას და შინაგან ნათებას. ნუ შეგეშინდებათ ზედმეტად მეოცნებედ გამოჩენის — სწორედ მეოცნებეები ინახავენ სამყაროში “მაგიის” ნაპერწკალს.

დაე, წყლის ვენერამ თქვენი გული შთააგონოს, გააღვიძოს თანაგრძნობა და გაგახსენოთ, რომ სიყვარული, ეს არის გზა, რომელიც ყოველთვის შინ ბრუნდება. და შინ, ანუ სახლში შენ მიღებული, დაცული, შემჩნეული და აღიარებული ხარ! გახსოვდეს!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსიყვარული“: როცა მატერიალური ზრუნვა ემოციურ შიმშილს ვერ კლავს - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „მოდის გადასარევი ახალგაზრდები, რომელთაც თუ რამე აკლიათ, ეს არის მასწავლებელი...“ - ზურა ყიფშიძე „ჯენზი“ თაობაზე

⭕„დედამიწაზე დიდი არეულობა და გაუგებრობა დაიწყება...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ებრაელებზე