
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:
„ჰოროსკოპი 8 სექტემბრისთვის
მთვარის დღე – 16 / 17
მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე თევზებში / ვერძში
ვერძი
დღეს ენერგიული განწყობა გაქვთ. გამოიყენეთ ფანტაზია და გაბედეთ ახალი საქმეები. ინტუიცია სწორად მიგითითებთ გზას, ამიტომ სწრაფი გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე სწორი. თქვენს შრომისუნარიანობას პოზიტიური განწყობა განაპირობებს.
კურო
დილა შესაძლოა იყოს გაღიზიანებული და სავსე მცირე უსიამოვნებებით. შეეცადეთ, ახლობლებს არ გადასდოთ თქვენი განწყობა. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებულია — საღამოს სასიამოვნო და დიდი ხნის ნანატრი ამბებიც მოსალოდნელია.
ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ სიმშვიდეს. ემოციები აკონტროლეთ, რათა კამათი არ გამოიწვიოთ. კარგი დროა მედიტაციისთვის და მიზნების გადახედვისთვის. იფიქრეთ, როგორ დაგეგმოთ მომავალი.
კირჩხიბი
თქვენი პოზიტიური განწყობა ახლობლებს დაეხმარება პრობლემების გადალახვაში. შესაძლოა, ძველმა საქმეებმა ან ურთიერთობებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. გამოიყენეთ გამოცდილება და საბოლოოდ დახურეთ ეს საკითხი.
ლომი
თქვენი ხიბლი და სითამამე ყურადღების ცენტრში დაგაყენებთ. თუმცა, ზოგი ადამიანი შესაძლოა, ბარიერის შექმნას ეცადოს. ნუ დაელოდებით სხვის თანხმობას — იმოქმედეთ თქვენი წესებით.
ქალწული
არ გაექცეთ პრობლემებს. დღევანდელი დღე იდეალურია გადადებული საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი შრომისმოყვარეობა და სანდოობა ახლობლების მხრიდან დაფასდება. იყავით მომთმენი, თუ თქვენი პარტნიორი ცუდ ხასიათზეა.
სასწორი
სიფრთხილე გჭირდებათ. ნუ იჩქარებთ, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ. უკეთესია, თუ დღეს დამოუკიდებლად იმუშავებთ და საკუთარ ძალებს დაეყრდნობით.
მორიელი
ყურადრებით მოისმინეთ სხვების საუბრები — მათგან შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. თუმცა ნუ ენდობით ყველაფერს უსაფუძვლოდ. ოჯახის წევრებთან სჯობს მსუბუქ თემებზე ისაუბროთ, რათა განწყობა არ გაგიფუჭდეთ.
მშვილდოსანი
კარგი დროა გადადებული საქმეების დასრულებისთვის. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ იზრდება ავარიებისა და ტრავმების რისკი. იყავით ფრთხილად და ერიდეთ ნეგატიურ გარემოს.
თხის რქა
დღე დატვირთულია საქმეებით. დაგეხმარებათ მკაფიო გეგმა და დროის სწორად განაწილება. მოერიდეთ უაზრო საუბრებს. საღამოს შეგიძლიათ გაახალისოთ თავი და სახლში სასარგებლო ნივთები შეიძინოთ.
მერწყული
მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები. მიიღებთ სასიამოვნო ემოციებს და ახალ ცოდნას. პირად ურთიერთობებში არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საუბრები რამდენიმე დღით გადადეთ.
თევზები
მოულოდნელი ცვლილებები დღის წესრიგში. შესაძლოა, უცნაური საქმეებით დაკავდეთ. დაიჯერეთ თქვენი ძალები და ყველაფერი წარმატებით დასრულდება. სიყვარულში — გააღრმავეთ ურთიერთობა, გამოტყდით გრძნობებში“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იფ, ულამაზესი ხარ“ - ნინი ბადურაშვილი თეთრ სამოსში პოზირებს
🎥 „ამ გაუსაძლისი მონატრების ბოლოს უდიდესი სიხარული გვექნება“ - რა კადრებს აქვეყნებს თამუნა მდივანი