პოდაგრა (ხალხში მას ნიკრისის ქარსაც უწოდებენ) ართრიტის ნაირსახეობაა - მისი ძირითადი გამოვლინებაა ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება. მას იწვევს სახსრებში შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნა ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე მაღალი შარდმჟავას დონე. პოდაგრა ყალიბდება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, გენეტიკური ფაქტორებისა და პურინებით მდიდარი საკვების მოხმარების ჩათვლით.
პურინები არის ქიმიური ნაერთების ტიპი, რომელიც გვხვდება საკვებსა და სასმელში. შარდმჟავა პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია. პურინები ყოველდღიური კვებითი რაციონის ნაწილია, მაგრამ პურინებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება უკავშირდება პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკს. პურინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება ლუდი, წითელი ხორცი და ზღვის პროდუქტები, მაგალითად, კრევეტები და მოლუსკები.
რა კავშირი აქვს პოდაგრას თირკმელების დაზიანებასთან და რატომ იწვევს სახსრების მწვავე ტკივილს? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ რევმატოლოგ თამთა კობახიძემ ისაუბრა.
„პოდაგრას ახასიათებს გარკვეული სპეციფიკური სახის ტკივილი, ღამის ტკივილი. ხშირ შემთხვევაში პაციენტი ამბობს, რომ ტკივილმა გააღვიძა, გამთენიის დროს იცის შეტევა ამ დაავადებამ, რა დროსაც ისახება სახსრის შეშუპება, ჰიპერთერმია, პაციენტს უჭირს გადაადგილება“, - ამბობს თამთა კობახიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ოქროს ბურთი 2024 - გამარჯვებულები და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წელი ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული იქნება
🎥 რატომ უნდა ვწეროთ ხელით? რა დანიშნულება აქვს დღეს მართლწერას