სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Abagael Bug მორიგ საინტერესო რჩევას გვიზიარებს, სადაც სხეულსა და სულის გამოკვებაზე წერს.
ასტროლოგი მკითხველს მოუწოდებს, ყოველდღიური რუტინისა და „რკინის ხმაურის“ ფონზე არ დაივიწყოს სულიერი საზრდო, როგორიცაა - წიგნი, მუსიკა, ლამაზი ფილმი და ყველაფერი, რაც ადამიანს ყოფითობისგან წამიერად მაინც ათავისუფლებს და მაღლა წევს.
„სხეულს რომ შესცივდება, პალტოს ვიცვამთ. აბა, სულს რომ შესცივდება, რა უნდა ჩავაცვათ?
სულის სამოსელი — კარგი წიგნია, კარგი მუსიკაა, ლამაზი ფილმია... ის, რაც ყოფითობისგან გვიცავს და ცოტათი მაღლა გვწევს.
ნუ მისცემთ უფლებას რუტინას, რომ „გაშიშვლოთ“. თუ დღეს მძიმე დღე გქონდათ, ნუ ჩაეფლობით ტელეფონის ეკრანში. წაიკითხეთ ერთი ლექსი, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიას.
გამოკვებეთ სული. მასაც ისევე სჭირდება საგზალი, როგორც სხეულს — პური. სილამაზეა ის, რაც გადაგვარჩენს ამ რკინის ხმაურში,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები