25 ნოემბერი შვიდიანების იღბლიანი დღე
ჩემო ძვირფასებო, გუშინ სავსემთვარეობა გვქონდა, დღეს კი შვიდიანების იღბლიანი დღეა!
დღის ენერგიებია: 7 • 1 • 8.
შვიდიანებისთვის იღბლიანი სამი დღე არსებობს: კვირა, ორშაბათი და ოთხშაბათი. ასე რომ, დღესაც ძალიან გაგვიმართლა!
გაღვიძებისთანავე აუცილებლად იმოძრავეთ: იხტუნეთ ან იცეკვეთ
დილის აქტივობა საკმარისი არ იქნება. ხტუნვა და ცეკვა მცირე, ხელოვნური კრიზისის შესაქმნელადაა საჭირო, რათა დღის განმავლობაში უფრო სერიოზულ კრიზისს აარიდოთ თავი. დღის განმავლობაში კი აუცილებლად ივარჯიშეთ სრულფასოვნად — მინიმუმ 40 წუთი, უკეთესი იქნება ერთი საათი.
კარგი ვარჯიშის შემდეგ ნამდვილი ლიდერის ენერგია გაგეხსნებათ. ყველა საქმეს მარტივად და სწრაფად მოაგვარებთ, და თავადაც გაგიკვირდებათ, ასე იოლად როგორ გამოგდით ყველაფერი!
დღევანდელი იღბლიანი ფერებია მწვანე, ფირუზისფერი და ცისფერი. ისინი ბედნიერებას, წარმატებასა და ფინანსურ სიუხვეს მოგიტანთ.
დღეს სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიზიკურად არ გივარჯიშიათ. ვარჯიშის შემდეგ კი ნებისმიერ საკითხს მშვიდად და გონივრულად გაუმკლავდებით.
რეალიზაციის რვიანი ფინანსურ სიუხვესა და მნიშვნელოვან, ბედისწერისეულ მოვლენებს გვპირდება. თუ ყველა რეკომენდაციას შეასრულებთ, ამ დღემ შეიძლება მართლაც ძალიან დიდი შედეგები მოგიტანოთ.
იყავით ყველაზე ბედნიერები, წარმატებულები და უხვად დაჯილდოებულები!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით