Digest Logo

🎥 „ჩემი მამიკო ემიგრაციაშია, მინდა გავახარო და დიდ სცენაზე მნახოს“ - 11 წლის ანასტასია ციცქიშვილის ემოციური გამოსვლა „ნიჭიერში“ და ოქროს ღილაკი

1795552604
ანასტასია ციცქიშვილი

პროექტ „ნიჭიერის“ მორიგმა ეპიზოდმა მაყურებელს კიდევ ერთი გამორჩეული და ემოციური მომენტი აჩუქა.

სცენაზე 11 წლის ანასტასია ციცქიშვილი გამოვიდა, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი თავი და მონაწილეობის მთავარი მიზეზი გულწრფელად გააცნო:

„მე ვარ ანასტასია ციცქიშვილი, საჩხერიდან 11 წლის. მე იმისთვის მოვედი აქ, რომ ვიმღერო და ჩემი მამიკო ემიგრაციაშია, მინდა გავახარო და დიდ სცენაზე მნახოს“, - აღნიშნა ანასტასია ციცქიშვილმა.

პატარა მონაწილის გამოსვლამ და ემოციურმა ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ანასტასია ციცქიშვილმა ჟიურის წევრის, ნუცა ბუზალაძის „ოქროს ღილაკი“ დაიმსახურა, რაც პროექტში პირდაპირ შემდგომ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საპატიო აღიარებაა.

ცნობისთვის, „ნიჭიერი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი ტელეშოუა, რომელიც ცნობილი საერთაშორისო ფორმატის (Got Talent) ქართულ ადაპტაციას წარმოადგენს. პროექტი წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გულწრფელად, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“ - ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე

⭕ „ზოგჯერ თქვენი მთავარი გაკვეთილი სწორედ წასვლის გადაწყვეტილებაა“ - ნინა ხომერიკი კარმულ ურთიერთობებსა და ტოქსიკურობაზე

🎥 „არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი... 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა“ - რას ჰყვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე განვლილ გზაზე

✕