Digest Logo

„სწრაფი კარიერული წინსვლა და ფინანსური სიურპრიზი“ - როგორი იქნება 26 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1769447893
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს აძლევს შესაძლებლობას, ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს, სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიოს და ასევე, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 26 იანვარი - 1-ელი თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ.

ვერძი

ეს კვირა დინამიკურობით გამოირჩევა. შესანიშნავი დროა იმ პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სისწრაფესა და გამჭრიახობას მოითხოვს. კვირის შუა მონაკვეთში შესაძლოა, საკამათო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. გახსოვდეთ, გაიმარჯვებს ის, ვინც სიმშვიდესა და მოვლენების სწორად აღქმის უნარს შეუნარჩუნებს. ურთიერთობებში ნუ იჩქარებთ. უმჯობესია მოლაპარაკება და არა კამათი. ხისტი კომუნიკაცია და გადაწყვეტილებები შესაძლოა, ახლა განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს. 

კურო

მიმდინარე კვირა გიბიძგებთ, ფინანსებსა და პრაქტიკულ ამოცანებზე კონცენტრირდეთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დიდი შესყიდვები განახორციელოთ, ბიუჯეტი დაგეგმოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები წამოიწყოთ. სამსახურში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ჯერ დეტალები დააზუსტეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ეტაპი, პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და ახალი თავგადასავლები გელოდებათ.

ტყუპები

ამ კვირაში ბევრი კომუნიკაცია და სიახლე გელოდებათ. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, მიმოწერისთვის, დოკუმენტების დამუშავებისა და მცირე მანძილზე მოგზაურობისთვის. ეს პერიოდი სასიამოვნო ნაცნობობასა და საჭირო კონტაქტებს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით, სხვადასხვა ინფორმაციის მიღების ფონზე, შესაძლოა, ყალბი ამბების მსხვერპლიც გახდეთ. ურთიერთობებში შეეცადეთ, მკაფიო კომუნიკაცია გქონდეთ და ორაზროვნებას მოერიდოთ.

კირჩხიბი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხიბებისათვის ეს კვირა სახლსა და შინაგან ბალანსს ეძღვნება. კარგი დროა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, რუტინაზე ფოკუსირებისა და სახლში არსებული პრობლემებისა თუ დაბრკოლებების გადაჭრისთვის. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას მოგიხსნით. სწორედ გულწრფელობა დაგეხმარებათ, რომ ჰარმონია აღადგინოთ და კონფლიქტები მოაგვაროთ.

ლომი

ეს კვირა ლიდერობის დემონსტრირების შანსს გაძლევთ. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები, შესაძლებლობები, სურვილები, მაგრამ ენერგია სწორად მართეთ. თუ ახალი პროექტის დაწყებას, სამსახურის შეცვლას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებებს გეგმავდით, აღნიშნული პერიოდი გამოიყენეთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლო იქნება. ასევე, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ - დადებით ემოციებსა და წარმატებულ შეხვედრებს განიცდით.

ქალწული

ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად ეს კვირა შესანიშნავ შანსს გაძლევთ. შემოწმება, წინასწარ გათვლა და ფიქრი სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ. კარგი დროა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში ჯობს ნაკლები კრიტიკა და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ. ხისტი კომუნიკაცია კონფლიქტებს შეგიქმნით.

სასწორი

მიმდინარე კვირის მთავარი ფოკუსი პარტნიორობაზეა. შეთანხმებები, კომპრომისები და მოქმედების საერთო გეგმის წარდგენა თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იურიდიულ და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულში ჰარმონია გულწრფელობითა და პირადი საზღვრების პატივისცემით მიიღწევა. ეს კვირა ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.

მორიელი

კვირა პროდუქტიული იქნება, თუ სტრატეგიულად იმოქმედებთ. შესაძლოა, სამსახურში პოზიცია გაიმყაროთ ან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიოთ. კარგი პერიოდია სიახლეების დასაგეგმად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ცხოვრებაში ასტროლოგები გირჩევენ, რომ ადამიანების გამოცდასა და მათ გრძნობებში დაეჭვებას მოერიდოთ. უმჯობესია, დრო, საერთო ინტერესების აღმოჩენასა და სასიამოვნო კომუნიკაციას დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ეს კვირა წარმატებულ მოგზაურობას, თვითგანვითარების შესაძლებლობას, ახალ ნაცნობობას გპირდებათ. თუმცა, აუცილებელია, რომ საკუთარ ბიუჯეტს თვალი ადევნოთ და იმპულსური შესყიდვებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავოთ. სხვა მხრივ, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული პერიოდი გელოდებათ. ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს კვირა სასიამოვნო სიურპრიზსა და თავგადასავლებს გიმზადებთ.

თხის რქა

ეს კვირა მოგიწოდებთ, რომ თქვენი რესურსების, ფინანსების, დოკუმენტებისა და ვალდებულებების ორგანიზება მოახერხოთ. შესაძლოა, ბევრი ვალდებულება დაგიგროვდათ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. მიმდინარე დღეები კი ქაოსის მართვასა და ყველაფრის დალაგების შესაძლებლობას მოგცემთ. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა ყველაზე მეტად დაფასდება. ოჯახურ გარემოში, უმჯობესია წინასწარ განიხილოთ გეგმები, რომ გაუგებრობები თავიდან აირიდოთ.

მერწყული

ეს კვირა ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განახლების შესაძლებლობას მოგცემთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ საკუთარი იდეები თამამად გამოხატოთ, დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ, განაახლოთ მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ან საბოლოოდ დაასრულოთ იქ, სადაც პროგრესი არ იგრძნობა. ნებისმიერ საქმეში ბალანსის შენარჩუნება მთავარი ამოცანა იქნება.

თევზები

სასურველია, ამ კვირაში ტემპი შეანელოთ და საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო დასვენებას, განტვირთვას, კარგად გამოძინებას, მშვიდ აქტივობებს აუცილებლად დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვალდებულებების შესასრულებლად ენერგია აღარ გეყოფათ. ასევე, ჯობს, მიმდინარე კვირაში ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინოთ და არამიზნობრივ ხარჯებს მოერიდოთ.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? „მშიერი მოჩვენების“ სინდრომი...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან

⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  

წყარო: www.beaumonde.ge