„18 ნოემბრის შემდეგ ამ ზოდიაქოს ნიშნებს სურვილების ასრულების პერიოდი აქვთ“, - აღნიშნულ საკითხზე პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„ვერძი, კირჩხიბი ტყუპები: სამივე ნიშნის წარმომადგენლებს სურვილები პირდაპირ კი არა, უფრო ხელსაყრელი გზით აუხდებათ. ერთი სამსახურის მოლოდინში შეიძლება, უკეთესი პირობების მქონე, სხვა შემოთავაზება გამოჩნდეს. კონკრეტული ადამიანის მოლოდინში კი შესაძლოა, ის მოვიდეს, ვისთანაც ურთიერთობა უფრო მარტივი იქნება. დაგეგმილი მარშრუტის ნაცვლად, შემთხვევითობამ უკეთეს ვარიანტამდე მიგიყვანოთ. საბოლოოდ, ეს მოლოდინზე მომგები აღმოჩნდება.
18 ნოემბრის შემდეგ ფრაზა „ეს შეუძლებელია“ კონკრეტულ ნაბიჯებად დაიშლება. ჯერ შანსი გამოჩნდება, შემდეგ - ადამიანი, შემდეგ კი - გამოსავალი. სწორედ ეს თანმიმდევრობა გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრებამ გამოცდა შეწყვიტა და ურთიერთგაგებისკენ დაიწყო სვლა. პირველი ნიშნებიც მალე გამოჩნდება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: