Digest Logo

სურვილების ასრულების რიტუალი წლის ბოლო ახალმთვარეობაზე - „თეთრი ან ლურჯი სანთელი, ფურცელი და კალამი“

1766072587
რიტუალი რიტუალი

20 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:45 საათზე წლის ბოლო ახალმთვარეობაა. ეს არის პორტალი, გარდამტეხი მომენტი, რომელიც ასრულებს ძველ ციკლს და კარს აღებს მომავალი წლისკენ. 

რა რიტუალი უნდა ჩავატაროთ 20 დეკემბერს იმისთვის, რომ გაიმყარო საკუთარი თავის რწმენა, გააფართოვო შენი ჰორიზონტი და დათესო ის სურვილები, რომელიც გინდა მომდევნო თვეში აგისრულდეს - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „Astrologia.ge“ წერს:

„ახალი მთვარის სურვილების რიტუალი (2025 წლის 20 დეკემბერი • მშვილდოსანში. წლის ბოლო ახალმთვარეობა).

ეს რიტუალი შექმნილია იმისთვის, რომ გააფართოვო შენი ჰორიზონტი, გაამყარო საკუთარ თავის რწმენა და დათესო ის სურვილები, რომლებიც მომდევნო თვეში დაიწყებენ ზრდას.

რიტუალის მომზადება:

დაგჭირდება:

• თეთრი ან ლურჯი სანთელი (სიწმინდე და იუპიტერის ენერგია)
• ფურცელი და კალამი
• შენი საყვარელი ჩაი ან თბილი სასმელი  
• სურვილისამებრ: საკმეველი, სურნელოვანი ჩხირი, ძი მძივი, ან თილისმა.

აირჩიე მშვიდი ადგილი, სადაც 10–15 წუთი არავინ შეგაწუხებს.

ნაბიჯი 1 - სივრცის გაწმენდა:

დაანთე სანთელი და ჩუმად თქვი (ან გულში): „ვუშვებ ყველაფერს, რაც დასრულდა. ვხსნი სივრცეს ახლისთვის“.

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქე. წარმოიდგინე, როგორ მიდის შენგან წლის დაღლილობა და ხმაური.

ნაბიჯი 2 - განზრახვის ფორმირება

ფურცელზე ჩამოწერე 3–5 სურვილი. მშვილდოსნის ახალი მთვარისთვის საუკეთესო თემებია:

• სწავლა და ცოდნა
• მოგზაურობა
• პიროვნული ზრდა
• მიზნების გაფართოება
• ცხოვრების აზრის პოვნა

დაწერე აწმყო დროში, მაგალითად:

• „მე თავისუფლად ვვითარდები და ვსწავლობ ახალს“
• „ჩემს ცხოვრებაში იხსნება ახალი შესაძლებლობები“

მოერიდე სიტყვებს: „მინდა“, „ოდესღაც“ - იყავი დარწმუნებული.

ნაბიჯი 3 - მშვილდოსნის ცეცხლის გააქტიურება

ხელში აიღე ფურცელი, დახუჭე თვალები და თქვი:

„მე ვენდობი გზას. ჩემი სურვილები პოულობს სწორ მიმართულებას. მე მზად ვარ გაფართოებისთვის“.

წარმოიდგინე, როგორ მიფრინავენ შენი სურვილები ცისკენ, როგორც ნათელი ისრები. 

ნაბიჯი 4 - დალუქვა

ფურცელი დაკეცე და დადე სანთლის გვერდით ან შენი თილისმის ქვეშ.

სანთელი დატოვე ბოლომდე რომ დაიწვას.

რიტუალის შემდეგ:

• სურვილები შეინახე უსაფრთხო ადგილას
• 24 საათის განმავლობაში მოერიდე ნეგატიურ საუბარსა და საკუთარ თავში ეჭვს
• მომდევნო 7 დღეში გადადგი ერთი პატარა რეალური ნაბიჯი შენი სურვილებისკენ

ახალი მთვარე მუშაობს მათთან, ვინც არ ერიდება მოქმედებას. გახსოვდეს, მაგია ყველა ჩვენგანშია და
მთავრი მაგია შენ ხარ თავად.  დაე, ძალა იყოს ჩვენთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სილამაზე იწყება შენით“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

„ვდგავართ ახალმთვარეობის ზღურბლზე, ე.წ. ჰეკატეს დღეებში, როცა მთვარის ძალა იწურება“ - რა რეკომენდაციებს გასცემს ასტროლოგი

🎥 „ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სანახაობაა... უნდა ავიღოთ ვიზები“ - გიორგი ძოწენიძის ვლოგი ათონის მთიდან