„ლოტოსის ენერგიას დღეს მოაქვს გაწმენდისა და დალოცვის შეგრძნება, თითქოს სული გადის განახლებას. ეს არის დღე, როცა მნიშვნელოვანია მადლიერება ცხოვრების მიმართ და სილამაზის დანახვა ყველაზე უბრალო დეტალებში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight-ს მართავს.
მისი თქმით, ახლა ვიმყოფებით ე.წ. ჰეკატეს დღეებში, როცა მთვარის ძალა იწურება. მთვარე მოძრაობს მშვილდოსნის ნიშანში, სადაც 20 დეკემბერს იქნება ახალმთვარეობა:
„18 დეკემბერი, ეს არის დღე, რომელიც მიმდინარეობს მთვარის თვის ბოლო ეტაპზე, უკვე ე.წ. ჰეკატეს დღეებში, როცა მთვარის ძალა იწურება. მთვარე მოძრაობს მშვილდოსნის ნიშანში, სადაც 20 დეკემბერს იქნება ახალმთვარეობა - ზამთრის მზედგომის წინა დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ რესურსი თითქმის ამოწურულია, დღევანდელი მთვარე მშვილდოსანში გვაძლევს ცოტა მეტ სიცოცხლისუნარიანობას, ოპტიმიზმს, რწმენას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მთვარის თვის დასრულების დღეები, შესაბამისად, ეს დღე შეიძლება და უნდა გამოვიყენოთ დასრულებებისთვის, შედეგების შეჯამებისთვის და არა ახალი წამოწყებებისთვის.
როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ვდგავართ ახალმთვარეობის ზღურბლზე და ბევრად უფრო გონივრული და სწორია დალოდება, როცა საქმე მნიშვნელოვან წამოწყებებს და სიახლეებს ეხება.
მთელი დღის განმავლობაში მთვარე იქნება შეერთებაში მერკურთან, რაც იმას ნიშნავს, რომ წამოიწევს გონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის თემები. ეს კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სწავლისთვის, კითხვისთვის, ანალიზისთვის, დოკუმენტებთან მუშაობისთვის, წერილობითი კომუნიკაციისთვის, ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობისთვის.
ეს შეერთება ასევე ქმნის კარგ პერსპექტივებს და მხარდაჭერას შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, განხილვებისთვის, მოგზაურობებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი სამუშაო ან სასწავლო ხასიათისაა.
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მვარე მერკურის შეერთება დაძაბულ ასპექტს ქმნის კარმულ კვანძებთან, ე.წ. ბედის ღერძთან, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი დღევანდელი გამოვლინება კარმული ხასიათის მატარებელია.
თუ იგრძნობთ ძლიერ მენტალურ დაღლილობას, გაგიმძაფრდებათ შეგრძნება, რომ ზედმეტად გადაიტვირთეთ, დაუსვით თავს კითხვა: სწორად არის მიმართული და სწორად იხარჯება თუ არა თქვენი ინტელექტუალური რესურსი? ცხოვრობთ თუ არა თქვენთვის საჭირო ინტერესებით? ენერგიას ხომ არ ფანტავთ სხვა ადამიანების ამოცანებზე და მოლოდინებზე?
თუ, პირიქით, ზოგადი დაღლილობის ფონზე ხუთშაბათს მოულოდნელად გაჩნდება სიცხადე, შთაგონება, შინაგანი აღმავლობა, ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, სავარაუდოდ, საკუთარ გზაზე ხართ და იკეთებთ იმას, რაც ნამდვილად თქვენი ბედის გამოძახილია.
გირჩევთ, დღეს დაიკავოთ დამკვირვებლის პოზიცია. არ ღირს იჩქაროთ რადიკალური გადაწყვეტილებებით და ძალიან მნიშვნელოვანი, ბედისწერითი არჩევანით, თუ არ შეიქმნა სიტუაცია, სადაც სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს.
დანარჩენ შემთხვევებში ბევრად უფრო ჭკვიანურია დღეს მოუსმინოთ, უყუროთ, დააფიქსიროთ, შეისრუტოთ ინფორმაცია, მაგრამ არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები. ახლა მნიშვნელოვანია არა იმდენად მოქმედება, რამდენადაც იმის გაგება, ზუსტად რა ხდება და საით გვიბიძგებს სამყაროს ენერგიები.
ეს არის კოსმოსური მინიშნებებისა და ჩვენი შინაგანი დიალოგების დღე. ასე, რომ შეეცადეთ დღე გაატაროთ ცნობიერად, აჩქარების გარეშე, ყურადღებით იყავით ნიშნებისა და შინაგანი შეგრძნებების მიმართ.
მნიშვნელოვანია დღეს შეეცადოთ ჰარმონიზაციას.
მით უმეტეს, რომ დღეს ოცდამერვე მთვარის დღეა - თვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ამაღლებული დღე. ეს არის დრო, როცა გული იხსნება სამყაროს სიბრძნის და კანონების გაგებისთვის. სიმბოლოა ლოტოსი, და ის შესანიშნავად ასახავს ამ დღის არსს: გაწმენდა, გახსნა და შინაგანი სიცხადე და სინათლე.
ლოტოსი იბადება ბუნდოვანი წყლის სიღრმეებიდან, მაგრამ იშლება ზედაპირზე, თითქოს ისწრაფის მზისკენ.
ასევე ჩვენც ამ დღეს შეგვიძლია ავმაღლდეთ ჩვენს შეცდომებზე, ეჭვებზე, შინაგან შიშებზე და დავინახოთ არსი სუფთა, ჭეშმარიტ სინათლეში.
ოცდამერვე მთვარის დღის ენერგია ატარებს შინაგან სიმშვიდეს. შინაგანი წინააღმდეგობები და შფოთვები თანდათან ქრება, ადგილი თავისუფლდება გაცნობიერებისა და ჰარმონიისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი სისუფთავისა და სიმსუბუქის შენარჩუნება. ამიტომ ნუ გადატვირთავთ თავს ხმაურიანი მოვლენებით, დაძაბული საუბრებით. პირიქით, ეძიეთ სიჩუმე, ისიამოვნეთ მარტოობით, ბუნებით, სილამაზით. ეს იდეალური დროა მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, ლოცვისთვის ან მადლიერებისთვის, შემოქმედებისთვის და ჭვრეტისთვის, ენერგეტიკული გაწმენდისა და აღდგენისთვის.
ოცდამერვე მთვარის დღე-ღამეში განსაკუთრებით ადვილია საკუთარ უმაღლეს მესთან დაკავშირება, იმ ნაწილთან, რომელმაც იცის პასუხი ყველა კითხვაზე.
„დაე, გაცხადდეს ჭეშმარიტება, რომელიც მომიტანს სიმშვიდესა და სინათლეს“!.
ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ნუ ეცდებით დააჩქაროთ მოვლენები დღეს, არ ეცადოთ ძალით რაღაცის გაგებას ან შეცვლას. ამ დღეს ყველაფერი თავისთავად იხსნება, ბუნებრივად, როგორც ყვავილის კვირტი გათენებისას, როგორც ლოტოსი წყლის ზედაპირზე. ლოტოსის ენერგიას დღეს მოაქვს გაწმენდისა და დალოცვის შეგრძნება, თითქოს სული გადის განახლებას. ეს არის დღე, როცა მნიშვნელოვანია მადლიერება ცხოვრების მიმართ და სილამაზის დანახვა ყველაზე უბრალო დეტალებში.
გახსოვდეთ, ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, მაგრამ არჩევანი ყოველთვის ჩვენია. დაე, იყოს ნება თქვენი!
გისურვებთ საოცარ დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: