19 აგვისტო | დღე, როცა ყველასთვის ბრძანებების გაცემა მოგინდებათ.
დღის ენერგიებია 1 • 1 • 2. დღეს ზუსტად გეცოდინებათ, რა და როგორ არის სწორი — და აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთან შეკამათება.
მოგინდებათ, სხვებს უხელმძღვანელოთ, საკუთარი აზრი მოახვიოთ თავს და აუხსნათ, როგორ უნდა იცხოვრონ.
👑 თუმცა დღეს ჯობს, დიქტატორობა გვერდზე გადადოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ გინდათ, ნათქვამი მოგვიანებით ინანოთ. დაბნელებების დერეფანში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ ამ პერიოდში მომხდარ მოვლენებს შეიძლება დიდი ხნის გაგრძელება ჰქონდეს.
🏃♀️ დილიდან აუცილებლად აამაღლეთ ენერგია: ივარჯიშეთ, იცეკვეთ, ირბინეთ ან იხტუნავეთ. მთავარია, სხეული გაააქტიუროთ.
✍️ დღეს სურვილების დაწერაც აუცილებელია. ძალიან კარგი პერიოდია ახლო მომავლის მიზნების ჩასაფიქრებლად.
დაიწყეთ სიტყვებით: „მადლიერებით ვიღებ…“
💰 „მადლიერებით ვიღებ ფინანსურ სიუხვეს და თვეში 1 000 000 და მეტ შემოსავალს.“
❤️ „მადლიერებით ვიღებ ბედნიერ ურთიერთობას ჩემი ოცნების პარტნიორთან.“
🎨 დღეს შემოქმედებითადაც აუცილებლად დაიტვირთეთ: ხატეთ, გააფერადეთ, წერეთ ან მოიფიქრეთ რაიმე ახალი. შემოქმედება ამ ძლიერ ენერგიას დადებითად მიმართავს.
ნაკლები ზეწოლა და მეტი შემოქმედება — ასე დღევანდელი ენერგია თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. იყავით საყვარელი, ბედნიერი და ფინანსურად წარმატებული!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჭამის დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რასაც ჭამთ...“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი
⭕ „ახალი ეტაპის დაწყების თემა აქტიურდება...“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი აგვისტოში დაწინაურდება