Digest Logo

თაკო მელიქიშვილი 29 სექტემბრის ენერგიებზე - „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციების ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები“

1790659725
თაკო მელიქიშვილი

29 სექტემბერი დღე, როცა ძალიან ადვილია სკანდალში გახვევა!

ჩემო ძვირფასებო, დღის ენერგიებმა 2 • 3 • 5 შეიძლება ემოციები ძლიერ აგვირიოს. დღეს შეიძლება ყველასთვის იმის დამტკიცება მოგინდეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ მართალი — თანაც ხმამაღლა.

შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა: „ყველაზე ჭკვიანი მე ვარ, სხვებს არაფერი ესმით და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მინდა!“ შეიძლება იკამათოთ, გეწყინოთ, ზედმეტად ინერვიულოთ და აგრესიამდეც კი მიხვიდეთ. ეს დესტრუქციული მდგომარეობაა მას შეუძლია ურთიერთობები დააზიანოს და მნიშვნელოვანი შესაძლებლობებიც დაგაკარგვინოთ.

ამიტომ დილით აუცილებლად მიიღეთ შხაპი სულ მცირე, 15 წუთით. აცადეთ წყალს თავზე გადმოდინება და წარმოიდგინეთ, როგორ გწმენდთ გაღიზიანებისგან, ბრაზისგან, შფოთვისა და არასასურველი ენერგიისგან.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სავსე მთვარის შემდეგ ემოციური გავლენა ჯერ კიდევ შეიძლება იგრძნობოდეს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციების ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და შინაგანი ქარიშხლის დროს ურთიერთობების გარკვევას მოერიდოთ.

დღეს წყალთან დაკავშირებული პრაქტიკები განსაკუთრებით კარგად იმუშავებს. წყალს ჩაუთქვით ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, ფული და სიუხვე ყველაფერი, რისი მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში.

დღეს აუცილებლად მოეფერეთ, აკოცეთ და ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს. არ აუწიოთ ხმას და საუბარი დიდ სკანდალამდე არ მიიყვანოთ.

თუ შესაძლებლობა გაქვთ, მასაჟზე წადით. დღეს განსაკუთრებით კარგი იქნება სასიამოვნო ენერგიის გაცვლა საპირისპირო სქესის ადამიანთან ეს მათთვისაც აქტუალურია, ვისაც ამჟამად მეორე ნახევარი არ ჰყავს.

დედასაც აუცილებლად გაუხარეთ გული. დაურეკეთ, მისწერეთ, რამე სასიამოვნო აჩუქეთ ან კაფეში დაპატიჟეთ დღეს სიყვარულის, სითბოსა და მადლიერების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ნუ იჩხუბებთ, ნუ გაღიზიანდებით და ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის დამტკიცებას ნებისმიერ ფასად. დღეს თქვენი ძალა სიმშვიდეში, სიყვარულსა და დროულად გაჩერების უნარშია.

იყავით საყვარლები, ბედნიერები და მხოლოდ სიყვარულს ასხივებდეთ!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი: ურთიერთობები, ფინანსები და ემოციები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕