Digest Logo

🎥 თაკო მელიქიშვილი ზაფხულის სამ ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს - „მათი ურთიერთობა დაგვირგვინდება ქორწინებით“

1747403626
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ზაფხულის სამ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს:

„ახალი შესაძლებლობების, წარმატების და იღბლის მომტანი პლანეტა იუპიტერი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, 10 ივნისიდან. სწორედ ამიტომ კირჩხიბებს ექნებათ ახალი შესაძლებლობები, ახალი ნაცნობობა, რომელიც მათ მიიყვანს ფინანსურ კეთილდღეობასთან, ასევე იქნება მოგზაურობა მათ ცხოვრებაში და ოპტიმიზმი, რაც ზოგადად კირჩხიბს აკლია.

მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაუმართლებს პარტნიორულ ურთიერთობაში, დაგვირგვინდება მათი ურთიერთობები ქორწინებით და ასევე ფინანსების მხრივ არის მორიელი. 

მესამე ზოდიაქოს ნიშანი - მათი ცხოვრება დალაგდება, ურთიერთობები დალაგდება, ოჯახში, ბავშვებთან, ფინანსები, რეალიზაცია და ეს გახლავთ თევზები“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზოგს ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს გადატანილი ინფექციების და ვაქცინაციის სტატუსის შესახებ“ - რას წერს მაია ბუწაშვილი

🎥 რა ცვლილებებს მოიტანს მზის ტყუპების ზოდიაქოში გადასვლა და რისთვის იქნება საუკეთესო პერიოდი - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 მწვანე სანთელი, მონეტა, ეთერზეთი, დაფნის ფოთოლი, დარიჩინი - ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ფულის ენერგიის გასააქტიურებელ რიტუალს გვიზიარებს