
ფული ჩვენი უზრუნველყოფისთვის აუცილებელი და საჭირო ელემენტია, მაგრამ მასთან დაკავშირებით ჩვენს სოციუმში უამრავ პრობლემას ვაწყდებით. პირველი და ძალიან გავრცელებული ეს არის შემზღუდავი რწმენების მთელი ნუსხა. მაგალითად, „ბევრ ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვი“, „ფული ადამიანებს აფუჭებს“, „ფული ხელის ჭუჭყია“ და სხვა უამრავი ფრაზა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენ ირგვლივ.
გარდა ამისა, გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ჰქონდეთ ბევრი ფული, მაგრამ თუ მათ შევეკითხებით რაში გამოიყენებნენ მას, სწორედ მაშინ იწყებენ ფიქრს და აბსურდულად ჩამოთვლიან რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ჩამონათვალი კი შემდეგია: მდიდრული სახლი, ახალი მანქანა, მოგზაურობა და მისთანანი. მაგრამ რეალურად არ იციან, როგორია მათთვის საოცნებო მდიდრული სახლი, ან რომელი მარკის მანქანა უნდათ ან კიდევ რომელ ქვეყნებში მოგზაურობა და ა.შ..
სურვილი უნდა იყოს კონკრეტული და არა უბრალოდ აბსურდულად წარმოდგენილი ჯაჭვი გონებაში!
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ფული - ეს არის დამაკავშირებელი გზა ჩვენსა და მიზნებს შორის. ფულის საშუალებით სისრულეში მოგვყავს ჩვენი მიზნები, ოცნებები, ვიკმაყოფილებთ სხვადასხვა მოთხოვნილებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ის, საჭიროა კონკრეტული მიზნების დასახვა. აუცილებელია, რომ სამყაროს ნათლად და გასაგებად ვუთხრათ, თუ რატომ გვჭირდება ფინანსები, რისი განხორციელება გვსურს მისი მეშვეობით.
ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ირინე აღაპიშვილი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ გვასწავლის, როგორ გავააქტიუროთ ფულის ენერგია:
„მაისში გვაქვს 4 თარიღი ჯერ კიდევ წინ:17, 21, 25, 27 და ამ დღეებში უნდა ჩაატაროთ ეს რიტუალი.
ფინანსების მოსაზიდი რიტუალისთვის გვჭირდება სანთელი. აუცილებელია ფოკუსირდეთ კონკრეტულ თანხაზე და იმ მიზანზე, რომლის მიღწევაც გსურთ.
დაგვჭირდება: ნებისმიერი მწვანე სანთელი, დაფნის ფოთოლი, დარიჩინი, ეთერზეთი, ოქროს ზოდები, ზარუნა, მონეტა“, - ამბობს ირინე აღაპიშვილი.
იმისთვის, რომ ნახოთ ტექნიკურად როგორ შეასრულოთ რიტუალი, უყურეთ ვიდეოს👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი ქვეყნით“ - მარიამ შენგელიას პირველი კომენტარი