Digest Logo

„თამამად გამოვიყენოთ შესაძლებლობები“ - რა მნიშვნელოვანი ციური მოვლენები გველოდება ივლისის ბოლომდე: თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

1784697493
თამარ ხოსროშვილი

„ივლისის ბოლოს წლის ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ასტროლოგიური დღეები გვაქვს“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვიზიარებს:

„26 ივლისიდან ძალას იკრებს, ხოლო 29 ივლისს ზუსტდება მზე იუპიტერის შეერთება ლომის ზოდიაქოს 6 გრადუსზე. ეს ასპექტი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება.

მზე, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას, საკუთარი თავის თვითგამოვლინებას და რეალიზაციას სიმბოლიზებს, უერთდება ზრდის და შესაძლებლობების, კეთილდღეობის, ცოდნის, სიბრძნისა და ჰორიზონტის გაფართოების პლანეტას — იუპიტერს. მათი შეერთება წლის ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმისტურ ასტროლოგიურ კონფიგურაციად მიიჩნევა. ეს ასპექტი ხშირად გვმატებს თავდაჯერებას, მოტივაციასა და სურვილს, თამამად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, შანსები რომლებსაც სამყარო გვაძლევს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ეს შეერთება ლომის ზოდიაქოში ხდება — ნიშანში, რომელსაც თავად მზე მართავს.

თუმცა ამ კონფიგურაციის შეფასებისას მნიშვნელოვანია სრული სურათს შევხედოთ. ამავე პერიოდში მზე ოპოზიციაშია პლუტონთან, რაც ამ დღეებს ინტენსივობას, სიღრმესა და ტრანსფორმაციულ ხასიათს შესძენს. პარალელურად, მზე ტრინს ქმნის ნეპტუნთან და სექსტილს — ურანთან.

ეს კონფიგურაცია ერთდროულად აერთიანებს ზრდის, შთაგონების, ინტუიციის, სიახლეებისა და ღრმა გარდაქმნის ენერგიას.

ამ დროს მერკურის კირჩხიბში დასრულებული ექნება რეტროგრადული მოძრაობა და პირდაპირ სვლას განაგრძობს.

შესაბამისად, შეგვიძლია მოვდუნდეთ, თანდათან მცირდება შეფერხებები, რომლებიც შესაძლოა კომუნიკაციის, გადაადგილების, მოლაპარაკებებისა და ტექნიკური საკითხების მიმართულებით გვხვდებოდა.

29 ივლისს კი სავსემთვარეობა იქნება მერწყულის ზოდიაქოში. მთვარე პლუტონს შეუერთდება და ოპოზიციაში მზისა და იუპიტერის შეერთებასთან ლომში. ამ ლუნაციის მნიშვნელობასა და მის შესაძლო გავლენებზე ცალკე პოსტში ვისაუბრებ“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში

🎥 შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს - „კაცი, რომელმაც ყველა ოცნება აუსრულა და ულამაზესი ცხოვრება აჩუქა“

🎥 „მამის დილის რუტინა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს