Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში

1784696424
ამინდი ამინდი

22 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +23 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს - „კაცი, რომელმაც ყველა ოცნება აუსრულა და ულამაზესი ცხოვრება აჩუქა“

🎥 „მამის დილის რუტინა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„ბალი, სეიშელები თუ მეგობრებთან ერთად მთაში“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება?