Digest Logo

თამარ ხოსროშვილი სექტემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე: შეიძლება გააძლიეროს ბუნდოვანება, არასწორი ინტერპრეტაცია და ილუზიები

1788158713
თამარ ხოსროშვილი

აგვისტოს ინტენსიური ასტროლოგიური მოვლენების შემდეგ სექტემბერი შედარებით დაბალანსებულ ენერგიას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ თვის განმავლობაში რამდენიმე დაძაბული ასპექტიც გვაქვს, მთლიანობაში სტიქიების კარგი ბალანსი და ნაკლებად დაძაბული ლუნაციები ქმნის სივრცეს იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში დაწყებული პროცესები დავალაგოთ და ჩვენს გეგმებს უფრო კონკრეტული ფორმა მივცეთ. 

♋️♈️  1–2 სექტემბერი - მარსის კვადრატი სატურნთან სექტემბერი მარსისა და სატურნის დაძაბული ასპექტით იწყება. ამ ასპექტის ერთ-ერთი მთავარი თემა გააზრებული და სტრატეგიული მოქმედებაა — შეიძლება ვიგრძნოთ წინააღმდეგობა, შეფერხება ან ის, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა გვჭირდება. ამასთან, მარსი კირჩხიბში და სატურნი ვერძში ნაკლებად კომფორტულ მდგომარეობაში არიან, ამიტომ ამ დღეებში მეტი სიფრთხილე გვმართებს. ჯობს იმპულსურ მოქმედებას არ ავყვეთ და ენერგია მიზანმიმართულად გამოვიყენოთ.

♌️♈️ამავე პერიოდში ჯერ კიდევ აქტიურია აგვისტოს ბოლოს დაწყებული იუპიტერისა და სატურნის ტრინის გავლენა. იუპიტერის მასშტაბურობა და სატურნის სტრუქტურა ერთმანეთს კარგად ავსებს, ამიტომ ჩვენს დიდ და გრძელვადიან გეგმებს შეგვიძლია უფრო რეალური ფორმა მივცეთ და მათ მატერიალიზაციას საფუძველი ჩავუყაროთ.

10–12 სექტემბერი — ცვლილებების პერიოდი 10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადადის, მერკური კი სასწორში.

11 სექტემბერს ახალმთვარეობაა ქალწულის 18°26′-ზე. ქალწულის ახალმთვარეობა კარგი პერიოდია ყოველდღიური ცხოვრების, სამუშაოს, ჯანმრთელობისა და რეჟიმის მოსაწესრიგებლად - განსაკუთრებით იქ, სადაც მეტი ორგანიზებულობა და კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.

☿ ☍ ♆ 12 სექტემბერს მერკური ოპოზიციას ქმნის ნეპტუნთან. ამ ასპექტმა შეიძლება გააძლიეროს ბუნდოვანება, არასწორი ინტერპრეტაცია და ილუზიები, განსაკუთრებით პირად და საქმიან ურთიერთობებში. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად გადავამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და ვარაუდები ფაქტებისგან გავმიჯნოთ.

15 სექტემბერი - ვენერას კვადრატი პლუტონთან ვენერა მორიელში კვადრატს ქმნის საკუთარ მმართველ პლუტონთან. ურთიერთობებში შეიძლება უფრო მკვეთრად გამოვლინდეს კონტროლის, ძალაუფლების, ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის თემები. ეს ასპექტი ხშირად ზედაპირზე ამოაქვს ის, რაც ურთიერთობაში უკვე არსებობს, მაგრამ აქამდე ნაკლებად ჩანდა. ფინანსურ საკითხებშიც სასურველია სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას ძლიერი სურვილი ან ემოციური მოტივაცია განსაზღვრავს.

18 სექტემბერი - მერკური ოპოზიციაში სატურნთან კომუნიკაცია შეიძლება უფრო სერიოზული და მკაცრი გახდეს. შეთანხმებების მიღწევა ან გარკვეული საკითხების გარკვევა ჩვეულებრივზე მეტ მოთმინებას მოითხოვდეს. კარგი დროა რეალისტური სტრატეგიული შეფასებისთვის.

23 სექტემბერი - მზე სასწორში 23 სექტემბერს მზე სასწორის ზოდიაქოში გადადის და შემოაქვს მეტი ჰარმონია ურთიერთობებში, ყურადღება გადადის თანამშრომლობაზე, დიპლომატიაზე და ბალანსის აღდგენაზე. ესთეტიკა და სილამაზე, ურთიერთგაგება და სამართლიანობა კომუნიკაციაში - ეს თემები შემოაქვს მზეს სასწორის ზოდიაქოში.

26 სექტემბერი - სავსემთვარეობა ვერძში 26 სექტემბერს სავსემთვარეობაა ვერძი–სასწორის ღერძზე, ვერძის 3°37′-ზე. ეს სავსემთვარეობა კიდევ ერთხელ გამოკვეთს ბალანსს „მე“-სა და „ჩვენ“-ს შორის — რამდენად შეგვიძლია საკუთარი სურვილებისა და ინტერესების დაცვა ისე, რომ ურთიერთობებში არსებული ბალანსიც შევინარჩუნოთ.

28 სექტემბერი - მარსი ლომში 28 სექტემბერს მარსი კირჩხიბს ტოვებს და ლომში გადადის. მოქმედება უფრო თამამი, პირდაპირი და შემოქმედებითი ხდება. იზრდება საკუთარი თავის გამოხატვის, ინიციატივისა და ლიდერობის სურვილი. თუმცა თვის ბოლოს უკვე ოქტომბრის განსხვავებულ ენერგიას ვუახლოვდებით.

♀ ℞ ოქტომბრის დასაწყისში მარსი პლუტონის დაძაბული ასპექტი გვაქვს რომელშიც ვენერაც ერთვება, შემდეგ ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, მოგვიანებით კი მას მერკურიც შეუერთდება, ამიტომ ოქტომბერი და ნოემბრის პირველი ნახევარი ბევრ საკითხში გადახედვის, დაბრუნებისა და გადაფასების პერიოდი იქნება.

სწორედ ამიტომ ღირს სექტემბრის მაქსიმალურად გამოყენება. მთლიანობაში სექტემბერი ოქტომბერთან შედარებით გაცილებით დაბალანსებული თვეა. გვაქვს ნაკლებად დაძაბული ლუნაციები და შესაძლებლობა, რომ ბოლო პერიოდში დაწყებულ პროცესებს უფრო კონკრეტული ფორმა მივცეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ჩვენს ხელშია, იქნება ეს პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების დალაგება თუ სხვა, უმჯობესია არ გადავდოთ — სექტემბერი კარგი დროა გეგმების დასალაგებლად, გადაწყვეტილებების მისაღებად და იმისთვის, რომ ოქტომბრის უფრო რეტროგრადულ პერიოდს მომზადებულები შევხვდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„ზღაპრული კადრებია...“ - მარიამ სანოგო გვირილების მინდორში პოზირებს

„ტვინი განიცდის ძლიერ კოგნიტიურ დისონანსს...“ - კინოს უხილავი ფსიქოლოგია