Digest Logo

ტაქტის „ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი

1783673745
ჰოროსკოპი

პირდაპირობა ურთიერთობებში ერთის მხრივ, პოზიტურ თვისებად ითვლება, მეორეს მხრივ კი, ზოგიერთ ადამიანს უჭირს იმის გაგება, სად გადის საზღვარი გულახდილობასა და თავხედობას შორის.

ამ სტატიაში გაეცნობით ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს, რომლებსაც კონკრეტულად ეხება ზემოთთქმული სიტყვები.

დავიწყებთ ბოლოდან:

3 - კირჩხიბი

ბოლო ადგილს ამ ჩამონათვალში იკავებს კირჩხიბი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ცნობილი არიან საკუთარი უშუალობით და კიდევ იმით, რომ სხვებზე დიდხანს რჩებიან ბავშვებად. მათი ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, რთული გასაგები არ უნდა იყოს, რატომ ვიწყებთ ყველაზე თავხედი და უტაქტო ზოდიაქოს ნიშნების ამ ტოპ-ლისტს სწორედ კირჩხიბებით.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კირჩხიბები იმდენად თავხედები არ არიან, რამდენადაც უტაქტოები. თუმცა, მათი გამართლება გარკვეულწილად შესაძლებელია, რადგან მათი ქცევა, როგორც წესი, მომდინარეობს არა სიბოროტით, არამედ იმით, რომ ისინი გამოუსწორებელი ბავშვები არიან, რომლებიც ბევრს არასოდეს ფიქრობენ მანამ, სანამ რამეს იტყვიან. იმის გაგება, რომ სიმართლის თქმა შესაძლოა რბილად, ფრთხილად ან ზოგჯერ სჯობს მისი საერთოდ გაჩუმება, კირჩხიბებთან მოდის ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის შემდეგ.

2 - მშვილდოსანი

ჩამონათვალში საპატიო მეორე ადგილს იკავებს მშვილდოსანი. ისინი ცნობილი არიან ღიაობით, თუმცა, ხშირად არ ესმით, რომ ზედმეტი გულღიაობა, ზოგჯერ უარყოფით რეაქციებს იწვევს და სიტუაციას უფრო ამძიმებს. განსაკუთრებით მძაფრია ეს მომენტები, იქიდან გამომდინარე, რომ მშვილდოსნებს სჩვევიათ ჯერ თქმა და შემდეგ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ნათქვამს.

უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდოსნები ბოროტულად არასოდეს მოქმედებენ, უბრალოდ, მათი ბუნებიდან გამომდინარე ხდება ასე. ობიექტური შეფასებისა და რჩევის მოსმენა თუ გსურთ რაიმე საკითხზე, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ მშვილდოსნებს.

1 - ვერძი

რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალის პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა ვერძს!  ეს ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც სამართლიანობა სისხლში აქვს გამჯდარი. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, ტყუილის თქმა უბრალოდ არ შეუძლიათ. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ყოველ ჯერზე, უხერხულ სიტუაციაშიც კი, ისინი პირდაპირ და მოურიდებლად ამბობენ სათქმელს.

ასეთი თვისებების გამო, ვერძები მუდმივად იმართლებენ თავს და აცხადებენ, რომ მათთვის სამყარო გაყოფილია შავ და თეთრ ფერებად - ტყუილად და სიმართლედ. აქედან გამომდინარე, ამ ნიშნისგან “ტკბილი ტყუილის” მოსმენის იმედი არ უნდა იქონიოთ არცერთ შემთხვევაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა მაღალმთიანი აჭარიდან

⭕ „თუ ყოველ ჩასუნთქვაზე და ყოველ ამოსუნთქვაზე, ქრისტესთან შეხვედრას ელოდება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 10 ივლისის ენერგიებზე